1. ჯორჯ კლუნი
ჯორჯ კლუნი დედამისს ყოველთვის დაატარებს წითელ ხალიჩაზე. ჯორჯის დედას ნინა ბრუსი ჰქვია. ნინა ახალგაზრდობაში შოუბიზნესში მუშაობდა. გათხოვებამდე ის გახდა მის ოჰაიო. დედა ყოველთვის პირველია ვისგანაც კლუნი ახალი ფილმის შეფასებას ელოდება.
2. რაიან გოსლინგი
რაიან გოსლინგის დედა, დონა, ქმარს 13 წლის ასაკში გაშორდა და შვილიც თან წაიყვანა. რაიანი
3. ლეონარდო დიკაპრიო
ირმელინ იდენბირკენი ლეონარდო დიკაპრიოს დედაა. ლეოს მშობლები მაშინ გაშორდნენ, როდესაც ბავშვი ერთი წლის იყო. მსახიობის დედა რამდენიმე ადგილას მუშაობდა და შვილიც მუდამ თან დაჰყავდა. ლეონარდო ხშირად დადის საზოგადოებრივ ადგილებსა და წვეულებებზე დედასთან ერთად. როგორც ირკვევა ირმელინმა ყოველთვის იცის რა ხდება შვილის პირად ცხოვრებაში.
4. ჯასტინ ბიბერი
როცა პატი მალედი და ჯასტინ ბიბერი გვერდიგვერდ დგანან, ვერაფრით იფიქრებ რომ დედა-შვილი არიან. პატისთვის ჯასტინი ერთადერთი ვაჟია. მალედმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შვილს წარმატებისთვის მიეღწია. ჯასტინი დედას ამაგს აშკარად უფასებს. ანებივრებვს ძვირადღირებული საჩუქრებით და მუდამ თან დაჰყავს ღონისძიებებზე.
5. ჯასტინ ტიმბერლეიკი
ლინ ჰარლისი, ჯასტინ ტიმბერლეიკის დედა, პირველ ქმარს დაშორდა და მალევე ხელმოერედ იქორწინა. ჯასტინს სწორედ მამინაცვალი დაეხმარა კარიერის გაკეთებაში. მეორედ გათხოვებას ჯასტინისა და ლინის მეგობრობისთვის ხელი არ შეუშლია. დედა-შვილი ჟურნალისტების წინაშე ღიად გამოხატავს ერთმანეთისადმი სიყვარულს.
რადა მახარაძე