25 ნოემბერი, 2015
ტოპ 4 ლოთი მწერალი, რომელმაც ლიტერატურაში წარუშლელი კვალი დატოვა
ამ მწერლებმა ისტორიას ლიტერატურული განძი დაუტოვეს, თუმცა ლოთები იყვნენ...

ოსკარ უაილდი

ოსკარ უაილდი ირლანდიური წარმოშობის იყო, მაგრამ ინგლისში გაიზარდა და იქვე მოღვაწეობდა. უაილდი პოპულარულობით სარგებლობდა თანადროულ ეპოქაში. ოსკარმა, თავისი სექსუალური ორიენტაციის გამო, რამდენიმე წელი პატიმრობაში გაატარა. ამას გარდა, მწერალმა დრამატურგიაში კრახი განიცადა. პრობლემებმა ოსკარს სასმელისკენ უბიძგა. საბოლოო ჯამში მწერალი გალოთდა. ოსკარ უაილდის ყველაზე ცნობილი რომანია ,,დორიან გრეის პორტრეტი."

ჯეკ ლონდონი

ჯეკ ლონდონი ამერიკელი მწერალია. მისი სათავგადასავლო მოთხრობები და სოციალური რომანები, რომელშიც რეალური ურთიერთობებია ასახული, მსოფლიო
მასშტაბითაა ცნობილი. ჯეკს ტრაგიკული ბავშვობა ჰქონდა, მამამ მიატოვა და სახეტიალოდ წავიდა. ჯეკ ლონდონი გაზარდა მამაკაცმა, რომელსაც სხვა ორი მცირეწლოვანსაც უვლიდა. ამ ქველმოქმედს ჯეკ ლონდონი ერქვა. სწორედ აქედან მოდის მწერლის ფსევდონიმი. პატარა ჯეკი დაწყებითი კლასებიდან მუშაობდა, ჯერ გაზეთების დამტარებლად, შემდეგ - ქარხნის მუშად, მეთევზედ და მეზღვაურად. ლონდონი სასმელს დაუმეგობრდა. მავნე ჩვევას თავი ვერ დაანება და გალოთდა. ის შემოქმედებითი წვისას ხშირად სვამდა ან მთვრალი უჯდებოდა მაგიდას და გათენებამდე წერდა.

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი

ფიცჯერალდიც ამერიკელი მწერალია. მისი ყველაზე პოპულარული წიგნი ,,დიდი გეტსბია."
ფრენსისის წერის სტილი მსუბუქი და საინტერესოა. მის ნაწარმოებებზე არა ერთი ჰოლივუდის ფილმი გადაღებულა. ფრენსისიც ალკოჰოლის მსხვეროლი გახდა.

ერნესტ ჰემინგუეი

ამერიკამ კიდევ ერთი გენიალური მწერალი გვაჩუქა, ეს არის ერნესტ ჰემინგუეი. ომის კორესპონდენტი, რომელმაც ჟურნალისტიკასა და მწერლობას შორის ბეწვის ხიდზე გაიარა. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც წაკითხული არ აქვს ,,მშვიდობით, იარაღო!" ან ,,მოხუცი და ზღვა." ერნესტი ძალიან ბევრს სვამდა.

თათული ღვინიანიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS