1. რიტიკ როშანი
41 წლის რიტიკ როშანი თინეიჯერობისას დაოჯახდა და დღემდე თავისი მეუღლის ერთგულია. ის კინემატოგრაფიაში 6 წლის ასაკში გამოჩნდა, რაშიც რეჟისორმა ბაბუამ შეუწყო ხელი. მაყურებლის გული კი 2000 წელს, მამამისის მიერ გადაღებული ფილმით

2. ჯონ აბრაჰამი
ალბათ დამეთანხმებით, ჯონს ნამდვილად არ ეტყობა რომ 42 წლის არის. აბრაჰამმა მოღვაწეობა მოდელობთ დაიწყო, რამდენიმე კლიპსა და ფოტოსესიაში მონაწილეობის შემდეგ, მისთვის კინოინდუსტრიის კარიც გააღეს. ჯონს 9 წლიანი რომანი ჰქონდა ბოლუვუდის ვარსკვლავ ბიპაშა ბასუსთან, თუმცა მოდელმა 2014 წელს საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი პრია რანჩალი შეირთო ცოლად.

3. რანვირ სინგჰი
რანვირი კინოინდუსტრიაში 2010 წელს გამოჩნდა და პირველივე ფილმით სახელი გაითქვა. იგი დააჯილდოვეს მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის. დებიუტზე უფრო დიდი ფურორი გამოიწვია ფილმმა ,,რამი და ლილა," (ინდოელი რომეო და ჯულიეტას ისტორიამ,) სადაც რანვირს პარტნიორობა დიპიკა პადუკონიმ გაუწია. ოცდაათი წლის რანვირი ჯერ კიდევ დასაოჯახებელია. როგორც ჩანს, მსახიობი ოჯახის უღელში შებმას არ ჩქარობს.

4. აკშაი კუმარი
აკშაი კუმარის ფილმოგრაფიას თუ გადახედავთ, გაოცდებით! მას მონაწილეობა მიღებული აქვს 100-ზე მეტ ინდურ ფილმში. 48 წლის მსახიობი დღესაც მოთხოვნადია! აკშაი ცნობილი მექალთანე იყო, მაგრამ 2001 წელს თავისუფლებას წერტილი დაესვა. მან მსახიობი ტვინკალ კჰანა ცოლად შეირთო. წყვილს მალევე ორი ბავშვი შეეძინა. ქორწინების შემდეგ კუმარი ჩამოშორდა ბოლივუდის ცნობილ დივებს.

5. სალმან კჰანი
ჩვენს ტოპ ლისტში სალმანი ყველაზე უფროსია. სულ მალე 50 წელი შეუსრულდება. მას ზედმეტსახელად ეძახიან: ,,ბოლუვუდის ვეფხვს," ,,Boxoffice-ის მეფეს," ,,მისტერ ბლოკბასტერს." სიენენის კვლევის მიხედვით, სალმანი მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მამაკაცია.

რადა მახარაძე