24 ნოემბერი, 2015
ტოპ 4 ქალაქი ახალგაზრდებისთვის: ჩაალაგეთ ბარგი და გაიქეცით!
ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველო ახალგაზრდობის გასატარებლად საუკეთესო ქვეყანა არ არის. თბილისში შაბათ-კვირას სულ რამდენიმე გასართობი ადგილი ფუნქციონირებს. ამ სტატიაში გაგაცნობთ 4 ქალაქს, სადაც ახალგაზრდები ყველაზე კომფორტულად გრძნობენ თავს. თუ გგონიათ, რომ თქვენი ადგილი აქ არ არის, ჩაალაგეთ ბარგი და ცოტა ხნით გაემგზავრეთ. (უკან დაბრუნება არ დაგავიწყდეთ...)

1. ამსტერდამი

ამსტერდამი სავსეა გასართობი ადგილებით, აქ ისეთი აქტივობებიც კი დასაშვებია, რომელიც სხვა ქვეყნებში კანონით ისჯება. ცხოვრებაც არც თუ ისე ძვირი ჯდება. ქალაქის ყოველი კუთხე-კუნჭული საიტერესო ხალხითაა სავსე. თქვენ
შეიძენთ ახალ მეგობრებს, გაერთობით და საუკეთესო შთაბეჭდილებებით აივსებით.

2. ციურიხი

ციურიხში ახალგაზრდებს შეუძლიათ ხარისხიანი განათლების მიღება, მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნა და ღამე თავდავიწყებით გართობა. ეს ქალაქი ნამდვილი სამოთხეა შოპინგის მოყვარულთათვის. ციურიხსი შეგიძლიათ დაათვალიეროთ მუზეუმები (50 ცალი) და ჩაერთოთ კულტურულ ღონისძიებებში.

3. დალასი

დალასში საშუალოდ მილიონი ახალგაზრდა ცხოვრობს. ეს ქალაქი საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალებას გაძლევთ. დალასის პარკი მსოფლიო მასშტაბითაა ცნობილი. აქ შეხვდებით ბუნების უიშვიათეს ძეგლებს, სხვადასხვა სახის 34 მცენარესა და 322 ხეს. დალასი დაყოფილია კატეგორიებად: არეალი სპორტისთვის, გართობისთვის და საზოგადო მოღვაწეობისთვის.

4. ტორონტო

ტორონტოში ბიზნესი ყვავის! რა სფეროშიც არ უნდა სცადოთ ბედი, წარმატებას მიაღწევთ! აქ 600 ცნობილ ადამიანს აქვს სახლი. ასე რომ თუ მოინდომებთ ვარსკვლავებსაც შეიძლება დაუმეგობრდეთ. ქუჩებში სწრაფი და უფასო ინტერნეტია. ტორონტო სავსეა ბიბლიოთეკებით.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS