24 ნოემბერი, 2015
ტოპ 6 ჰოლივუდის ყველაზე ფეთხუმი ვარსკვლავი
ერთი შეხედვით ვარსკვლავები ,,ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის" მისაბაძი მაგალითები არიან. სინამდვილეში მათ უამრავი ნაკლი აქვთ. ერთ-ერთი საკმაოდ ამაზრზენი თვისებაა ფეთხუმობა. სტატიაში თავი მოვუყარე 6 ფეთხუმ ცნობილ სახეს. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ როგორ გამოიყურება მათი სახლები...

1. კრისტიან სტუარტი

სტუარტის მეგობრებმა ჟურნალისტებს გაუმხილეს, რომ მსახიობი არ რეცხავს ჭურჭელს, მაცივარში ტოვებს საკვების ნარჩენებს, არ ყრის ნაგავს და არ ხეხავს სააბაზანოს. კრისტიანი თვეში ერთხელ მოსასმახურეს ქირაობს, რომელიც აწესრიგებს 4 კვირის გამოუხვეტავ, მოუწმენდავ და დანაგვიანებულ სახლს.

2. ჯესიკა სიმპსონი

ჯესიკა სიმპსონს რამდენიმე მოსამსახურე
გაექცა, იმიტომ რომ მომღერალი თმებს მთელი სახლის მასშტაბით (თითქოს განზრახ) ყრიდა. მის დამხმარეებს ერთი და იგივე ოთახის რამდენჯერმე დაგვა უწევდათ. სიმპსონის გარდერობში ყოველთვის აურზაურია! ფეხსაცმელებსა და სამოსს კი სადაც იხდის იქ ყრის.

3. მეგან ფოქსი

მეგანი უდავოდ ლამაზია! მაგრამ რამდენადაც მსახიობის სილამაზე გვნუსხავს, იმდენად ამაზრზენია მისი სიფეთხუმე. ფოქსს ჰყავს ძაღლი სახელად ,,აქოთებული," რომელსაც არ ბანს. ძაღლი მთელი სახლის მასშტაბით დასეირნობს და იქ მოისაქმებს სადაც სურს. მეგანი არ მალავს რომ საპირფარეშოდან გამოსვლამდე ფეკალური მასის ან შარდის ჩარეცხვა ავიწყდება, ამიტომ სტუმრად მყოფი მასპინძლებს ხშირად უტოვებს ,,საჩუქარს."

4. ბრიტნი სპირსი

მისმა მცველმა ჟურნალისტებს მოუყვა, რომ ბრიტნი ცხვირში ყველას თანდასწრებით იქექება. სპირსი არ იყენებს ჰიგიენურ საშუალებებს და ძალიან იშვიათად იხეხავს კბილებს. ის ლოგინში ჭამს დაჭმელს და ნარჩენებს იქვე ტოვებს.

5. ლინსი ლოჰანი

ლინსი ანთავისუფლებს ყველა იმ მოსამსახურეს, რომელიც მისი გარდერობის დალაგებას და ტანსაცმლის დარეცხვას ცდილობს. მსახიობის ტანსაცმელები თვეობითაა გაურეცხავი და ყარს.

6. მაილი საირუსი

მაილის სახლი პატარა ზოოპარკია. მას რამდენიმე ძაღლი და ღორი ჰყავს. ოთახები განავალითაა სავსე. საირუსის შეყვარებულებიც კი არ ატარებენ დიდ დროს მომღერლის სახლში.

რადა მახარაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS