23 ნოემბერი, 2015
6 ვარსკვლავი, რომელსაც იმაზე რთული ცხოვრება აქვს ვიდრე შენ გგონია
6 ვარსკვლავს, რომლებმაც საშინელება გადაიტანეს ცნობილი სახეებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ვარსკვლავების ცხოვრება არც ისეთი თვალწარმტაცია, როგორიც შორიდან გვეჩვენება. ამ სტატიაში გაგაცნობთ 6 ვარსკვლავს, რომლებმაც საშინელება გადაიტანეს.

1. კიანუ რივზი

კიანუს ცხოვრება ტრაგიკულია. 1998 წელს ის ჯენიფერ საიმს შეხვდა. ერთ წელიწადში ქალი დაორსულდა. მათი ქალიშვილი გარდაცვლილი დაიბადა. წყვილმა ასეთ დარტყმას ვერ გაუძლო და დაშორება გადაწყვიტა. რამდენიმე წელიწადში ჯენიფერი ავტოკატასტროფას შეეწირა. საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში იჯდა. კიანუ ამდენი დღესაც კი მისი ერთგულია.

2. კეიტ ჰოლმსი

როგორც 30 წელს გადაცილებული ქალების
უმეტესობა, კეიტსაც თავდავიწყებით შეუყვარდა ტომ კრუზი. წყვილი დაოჯახდა კიდეც. სამწუხაროდ, ჰოლმსისთვის ოჯახი მალევე ჯოჯოხეთად გადაიქცა. განქორწინებაც რთული აღმოჩნდა. წყვილმა ძლივს გაიყო ნიუ-იორკის სახლი. ვერ შეჯერდნენ ვისთან რჩებოდა ქალიშვილი.

Rating

3. ჯენიფერ ენისტონი

ჯენიფერ ენისტონს ბრედ პიტი გონების დაკარგვამდე შეუყვარდა. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა. რამდენიმე წელიწადში პიტმა გადასაღებ მოედანზე ანჯელინა ჯოლი გაიცნო. ალბათ დამეთანხმებით, რომ რთულია ანჯელინას კონკურენცია გაუწიო. მსახიობმა ადვილად მოინადირა კოლეგის გული. ჯენიფერ ენისტონს ოჯახი დაენგრა. ეს უდიდესი ტრამვა იყო ჯენისთვის. ის დადიოდა ფსიქოლოგთან და ცდილობდა მეუღლის დავიწყებას. უარს ამბობდა ფილმებზე, სადაც ყოფილი მეუღლისთვის პარტნიორობა უნდა გაეწია.


4. ჯიმ ქერი

12 წლის ჯიმ ქერი ქარხანაში ფიზიკურად მუშაობდა. ის არჩენდა ოჯახს: მშობლებსა და დედმამიშვილებს. მოგვიანებით ჯიმიმ დაკარგა სახლი და გახდა მაწანწალა. 16 წლის ასაკში ფულის საშოვნელად კომიკოსობა მოუწია.

5. 50 ცენტი

რეპერის დედა 15 წლის იყო, როცა შვილი შეეძინა. გოგონა ბარიგობით ირჩენდა თავს. სწორედ ამიტომ შვილის კრიმინალით სავსე სამყაროში გაზრდა მოუწია. 15 წლის ასაკში 50 ცენტს უკვე პირადი იარაღი ჰქონდა, რომელსაც ყოველთვის თან დაატარებდა. 19 წლის ასაკში ბებიამისის სახლის წინ მას 9 ტყვია დაახალეს. სასწაულია, რომ გადარჩა!

9. ოპრა

ოპრას მშობლები თინეიჯერები შეუღლდნენ და შვილის გაზრდა ვერ მოახერხეს. ოპრა ბებიასთან ცხოვრობდა. ექვსი წლის ასაკში ბებია განუკურნებლად დასნეულდა, ამიტომ ბავშვი დედასთან გაგაზავნა. ვინაიდან მიდი დედა გამუდმებით მოგზაურობდა (არ გეგონოთ, რომ სასტუმროებში ათევდა ღამეს ან შვილს ნორმალურად კვებავდა.)

Rating

ბავშვს სტაბილური საცხოვრებელი, რეჟიმი და განვითარებისთვის საჭირო პირობები არ ჰქონდა. 9 წლის ასაკში დედამისმა გაიჩინა საყვარელი, რომელიც ოპრას ძიძა უნდა გამხდარიყო. მამინაცვალი აუპატიურებდა მას. ოპრამ არ იცოდა როგორ დაეძლია ეს პრობლემა, ამიტომ ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო. ნარკომანი შვილი დედამ მამამისთან გააგზავნა. 14 წლის ასაკში ოპრამ აღმოაჩინა, რომ დედამისის საყვარლისგან ორსულად იყო. ნაყოფი მუცელშივე დაიღუპა.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS