23 ნოემბერი, 2015
Top 9 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი
ჟურნალი ,,ფორბსის" მიხედვით ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერლები არიან გაინტერესებს წელიწადში რამდენს გამოიმუშავებენ შენი საყვარელი მომღერლები? მაშინ გადახედე სტატიაში მოცემულ ინფორმაციას. ჟურნალი ,,ფორბსის" მიხედვით ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერლები არიან:

9. რიჰანა - 26 000 000 $

რიჰანამ 2015 წელს 26 მილიონი აშშ. დოლარი გამოიმუშავა. ალბათ არც გაგიკვირდათ რომ ის ტოპ სიაში მოხვდა. რიჰანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი. მისი რამდენიმე კლიპი სხვადასხვა დროს აიკრძალა ევროპის ქალაქებში. მაგალითად, We found love ნარკოტიკის პროპაგანდაში ჩაუთვალეს, Pour up კი პროსტიტუციის პოპულარიზაციაში.

8. მერაია ქერი
- 27 000 000 $


მერაია ქერი არა მარტო სულელური გამოთქმებით არის პოპულარული, ყველას გვახსოვს როგორ შეშურდა სომალელი ბავშვების, ნეტავ მათსავით გამხდარი ვიყოო. მერაია ქერის ბრილიანტებით მოჭედილი მიკროფონი ნამდვილად მეტყველებს მის მაღალ შემოსავალზე. ქერის ყველაზე პოპულარულ სიმღერად ითვლება ,,ყველაფერი, რაც მინდა შობისთვის."

7. მირანდა ლამბერტი - 28 500 000 $

ლამბერტს აღებული აქვს არა ერთი ჯილდო. ამას გარდა, მირანდა ბიზნესს ფლობს. თუმცა არსებობს ადამიანთა დიდი ნაწილი, რომელსაც ლამბერტის არც ერთი სიმღერა არ აქვს მოსმენილი. (მათ შორის მე)

6. ჯენიფერ ლოპესი - 28 900 000 $

ჯენიფერი წლებია მუსიკის დედოფლებში სათანადო ადგილს იკავებს. 2015 წელს მან მუსიკალურად გააფორმა და მთავარი პერსონაჟი გაახმოვანა მულტფილმში ,,სახლი." ჯეილომ წარმოგვიდგინა დაუვიწყარი პერპორმანსი, სადაც უგრძესი თეთრი კაბითა და შუქებით კოსმოსის ილუზია შეგვიქმნა.

5. ბრიტნი სპირსი - 31 000 000 $

17 წლის წინ ბრიტნი სპირსი შოუბიზნესში გამოჩნდა. გვახსოვს მისი უმანკო, თინეიჯერული სტილი... ასევე ვულგარული ქალის იმიჯი. ბრიტნი აღწევდა თვალუწვდენელ სიმაღლეებს, მაგრამ მალევე ძირს ეცემოდა. დღესდღეობით კარიერული კიბის მაქსიმალურ საფეხურზეა.

4. ბიონსე - 54 000 000 $

ბიონსე ბრენდად იქცა. არ არსებობს მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელზეც მას არ ეპატიჟებიან. ბიონსეს ვოკალი შთამბეჭდავია! მისი ფიზიკური მონაცემები: სავსე მკერდი და უკანალი, ვიწრო წელი, მაღალი ფეხები, დახვეწილი სახე, სექსუალური მზერა - აღფრთოვანებას იწვევს! ბიონსეს ყოველი ახალი სიმრერა ჰიტი ხდება!

3. ლედი გაგა - 59 000 000$

ყველაზე გიჟი ქალი! ადამიანი, რომელმაც მადონასაც კი გადაუჯოკრა ექსტრავაგანტულობასა და უცნაურობაში. ლედი გაგას გამოჩენის შემდეგ შოუბიზნესში ახალი ეტაპი დაიწყო. მისთვის არ არსებობს შეურყვნელი თემა. აბუჩად იგდებს რელიგიას და ადამიანურ ფასეულობებს. მისი მუსიკა სავსეა ამორალურობით და ეს ხალხს ძალიან მოსოწნს.

2. ტეილორ სვიფტი - 80 000 000 $

ტეილორს 2016 წელს ტოპ ლისტში კვლავ მოხვედრას უწინასწარმეტყველებენ. მან არა მარტო თინეიჯერების, არამედ ყველა ასაკის ადამიანის გული მოიგო. სვიფტის სიმღერები მსუბუქი და ხალისიანია.

1. კეტი პერი - 135 000 000 $

კეტი კონცერტებზე მაყურებელს რეალურ სამყაროს წყვეტს. ბილეთსაც შესაბამისი ფასი აქვს. ერთ-ერთი კონცერტიდან მას 55 000 000 $ შეუვიდა.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS