20 ნოემბერი, 2015
6 ცეცხლივით მხურვალე და სექსუალური ინდოელი ქალი, რომლებზეც არაფერი გსმენიათ
თუ ინტერნეტში ან ფილმში აიშვარია რაის წააწყდებით დარწმუნებული ვარ აუცილებლად იცნობთ! ამ სტატიაში გაგაცნობთ ბოლივუდის სხვა ლამაზ ქალებს.

1. დიპიკა პადუკონი

Rating

დიპიკა პადუკონი ბავშვობაში ტენისს თამაშობდა, მაგრამ სპორტი სამოდელო კარიერისთვის მიატოვა. Fასჰიონ სფეროში გამოჩენისთანავე დიპიკათი რეჟისორები დაინტერესდნენ, ჯერ სერიალში თამაში შესთავაზეს, შემდეგ - ფილმ ,,აიშვარიაში." მიუხედავად ამისა პოპულარულობა მეორე ფილმმა (,,ომ, შანტი, ომ") მოუტანა. ფილმი ,,რამი და ლილას" გადაღებისას პასუკონის თავისი კოლეგა რანვირ სინგჰი შეუყვარდა, თუმცა მოდელისთვის ის პირველი სიყვარული არ ყოფილა. ჟურნალმა ,,ფორბსმა" დიპიკა მსოფლიოს
100 ლამაზ ქალში შეიყვანა.

2. პრიაკა ჩოპრა


Rating

სანამ პრიანკა ჩოპრა მოდელობას გადაწყვიტავდა ჯერ ინჟინერობაზე ფიქრობდა, შემდეგ კრიმინალურმა ფსიქოლოგიამ გაიტაცა. პრიანკა პირველი ინდოელი მოდელია, რომლის ცვილის ფიგურაც იტალიაში მერილინ მონროსა და ოდრი ჰეპბერნის გვერდით დადგეს. ჩოპრა აქტიურად თანამშრომლობს მუსიკოს პიდბულთან. პრიანკას მსოფლიოში იცნობენ არა მხოლოდ როგორც მოდელსა და მსაიხობს, არამედ როგორც მომღერალს. მისი საყვარელი საჭმელია პიცა.

3. ალია ბჰატი

Rating

ალიას მამა სახელგანთქმული პროდუსერი, სცენარისტი და რეჟისორია. ბჰატის დებიუტი 1999 წელს შედგა, მაგრამ იმდენად პატარა იყო არავის ახსოვს. ალიას სურდა წარმატებისთვის თავად მიეღწია, ამიტომ კასტინგებზე მშობლების ვინაობას მალავდა. ცნობილმა რეჟისორმა კარან ჯოჰარმა შეხვედრისთანავე სთხოვა, რომ როლისთვსი წონაში დაეკლო. ალია გოგონებს ურჩევს დიდხანს ძილს. ძილი სილამაზის ელექსირად მიაჩნია. ბჰატის ყველაზე დასამახსოვრებელი ფილმია ,,გზა."

4. კარინა კაპური

Rating

კარინა რაჯ კაპურის შვილიშვილია. მამამისი, მსახიობი რაჰიდ კაპური, ყველა ღონეს ხმარობდა რომ შვილი მცირე ასაკიდანვე კინოინდუსტრიაში ჩაერთო. ცოტა ხნის წინ კარინა ცოლად გაჰყვა ბოლიბუდში აღიარებულ მსახიობ სალი ალი კჰანს. მანამდე ხვდებოდა არა ნაკლებ პოპულარულ მსახიობ შაჰიდ კაპურს, თავის მოგვარეს. კარინა კაპური 48 კილოც კი სავსედ გამოიყურება, იმიტომ რომ ძვალმსხვილია. ბოლივუდში არსებობს გამოთქმა: ,,მოინდომა ამანაც კარინა კაპურობა." ეს ფრაზა მრავლისმეტყველია.

5. კატრინა კაიფი

Rating

კატრინა ჰონკონგში დაიბადა, შემდეგ ჰავაიზე და ინგლისში ცხოვრობდა. ამის მიუხედავად მსაიხობი კარგად ფლობს მშობლიურ ენას. 14 წლის კატრინამ მოდის ინდუსტრიაში შეაბიჯა. კაიფი ფილმებში ხშირად თამაშობს მაკიაჟის გარეშე. მისი დებიუტი უკავშირდება ,,ბომბას," რომელიც 2003 წელს კრიტიკოსების ყურადღების ცენტრში მოექცა. კაიფი მოკლე დროში ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა. ჟურნალს ფორბსის მიხედვით ის ევრაზიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალია. კაიფს პირველი სეირიოზული ურთიერთობა მსახიობ სალმან კჰანთან ჰქონდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ უგონოდ იყო შეყვარებული აიშვარია რაიზე.

6. ანუშკა შარმა

Rating

ანუშკა ჯარისკაცების ოჯახში გაიზარდა და ჯარისკაცთა სკოლაში სწავლობდა. შარმა მშობლებს დიდხანს უმალავდა თავის ოცნებებს. სურდა მოდელი და მსახიობი გამხდარიყო. ერთ დღეს ბარგი ჩაალაგა და მუმბაიში ბედის საძებნელად წავიდა. პირველად ჟურნალისტობა სცადა. ანუშკა ძალიან სენსიტიური ადამიანია, გადაღებების პერიოდში ხშირად ტირის და კონფლოქტი მოსდის კოლეგებთან.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS