1. Boys over flowers(ყვავილებზე ლამაზი ბიჭები)
ცნობილი ბიზნესმენის შვილიშვილ გუ ჯუნ პოს ერთი შეხედვით ყველაფერი
2.Big (დიდი)

გი და რანიმ, მოუხერხებელმა მასწავლებელმა, თავისი საქმრო უცნაურ ვითარებაში გაიცნო. კიბეზე დაგორდა, იუნ ჯიმ (პროფესიით ექიმმა) კი მისი დაჭერა სცადა. სამწუხაროდ, არ გამოუვიდა და ქალმა თავი საავადმყოფოში ამოჰყო. წარმოიდგინეთ, რანიმ რა ბედნიერად იგრძნო თავი, როცა მისი ექიმი სიმპათიური და მზურნველი მამაკაცი აღმოჩნდა. მეტიც,იუნ ჯიმ არც აცია, არც აცხელა და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო... უწყინარი ფრაზით: ,,მე თქვენზე ვიზრუნებ," სიყვარულის ცეცხლი აანთო. ქორწილამდე სულ ცოტა დრო რჩება, წყვილს კი ურთიერთობა უფუჭდება. ერთ წვიმიან დღეს გი და რანი ავტობუსში კანგ გუნ ჯუნს იცნობს. ბიჭი მისი მოსწავლე აღმოჩნდება. როგორ წარიმართება მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა? რა ბედი ელის რანისა და ჯის სიყვარულს? ყველაფერ ამას სერიალში გაიგებთ.
3.I hear you voice ( შენი ხმა მესმის)

პაკ სუ ჰას ბავშვობიდან სხვისი ფიქრების მოსმენა შეეძლო. რვა წლის იყო, როცა მამა მის თვალწინ მოკლეს. სუ ჰა სიკვდილს უცნობმა (16 წლის) გოგონამ, ჯან ხი სუმ, შემთხვევით გადაარჩინა. მოგვიანებით ჯან ჰი სუმ სასამართლოზე მკვლელი ამოიცნო და მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. დამნაშავე ჯან ჰისუს შურისძიებით დაემუქრა. პატარა პაკ სუ ჰა გოგონას დაცვას დაჰპირდა. მათი ბოლო შეხვედრიდან ათი წელი გავიდა... პაკ სუ ჰა სკოლას ამთავრებს... ჯან ხი სუ კი უკვე ადვოკატად მუშაობს. შეხვდებიან თუ არა ისინი ერთმანეთს? იძიებს თუ არა შურს ციხიდან გამოსული მკვლელი? ამ და სხვა ბევრ შეკითხვაზე პასუხს სერიალი გაგცემთ.
4. She was pretty(ლამაზმანი იყო)

კიმ ჰი ჯინი სკოლაში ყველაზე პოპულარული გოგონა იყო. მისი საუკეთესო მეგობარი - ჯი სი ჯუნი კი პუტკუნა, სათვალიანი და მორცხვი ბიჭი. მეგობრობა მალე პირველ სიყვარულში გადაიზარდა. ჯი სი ჯუნს ამერიკაში წასვლა მოუხდა. მანძილმა ბავშვები დააშორა. წლების შემდეგ ჯი სი ჯუნი პირველი სიყვარულის საპოვნელად სამშობლოში ბრუნდება. იმეილის საშუალებით თავის ლამაზმან მეგობარს უკავშირდება და ხვდება... მაგრამ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩანს. ცხოვრებისგან გაუბედურებული, დამახინჯებული, წარუმატებელი კიმ ჰი ჯინი თავის თვითრეალიზებულ, მოდელის აღნაგობის დაქალ მინ ჰარის დახმარებას სთხოვს. რამდენხანს გააგრძელებენ გოგონები ჯი სი ჯუნის მოტყუებას? რა რეაქცია ექნება ბიჭს როდესაც სიმართლეს გაიგებს? ვისთან ყოფნას გადაყვეტს? რა ელის ჰი ჯინისა და მინ ჰარის მეგობრობას? დაგაინტრიგეთ? აუცილებლად შემოგვიერთდით დორამების ფანებს.
თათული ღვინიანიძე