18 ნოემბერი, 2015
სად გაქრა ცნობილი ექსტრასენსი, მკურნალი და ტელეწამყვანი - ალან ჩუმაკი
ალან ჩუმაკი ადამიანი - ლეგენდა, ადამიანი - გამოცანა. ზოგიერთი მას ნამდვილ ჯადოქრად მიიჩნევს. ის იყო პირველი ადამიანი, ვინც საბჭოთა კავშირის დროს ექსტრასენსული სასწაულების მოხდენა საჯაროდ, ფართო პუბლიკის წინაშე დაიწყო.

პირველად 1989 წელს წარსდგა საზოგადოების წინაშე. მალე სატელევიზიო გადაცემის დახმარებით ატარებდა გამოსაჯანმრთელებელ სეანსებს, რამაც რეგულარული სახე მიიღო.

ალან ჩუმაკი მთელს საბჭოთა კავშირში გახდა ცნობილი. მისი გამოსვლებისა და ტელეგადაცემების დროს ქალაქის ქუჩები ცარიელდებოდა, სეანსის გამოტოვება არავის სურდა.

ხალხს თან ჰქონდა წყალი, სანთლები, მალამოები და კრემები, რასაც ცნობილი
ოსტატი ენერგიით მუხტავდა.
ანატოლი კაშპიროვსკისგან განსხვავებით ვიდრე ალან ჩუმაკი სამკურნალო საქმიანობას დაიწყებდა - ჟურნალისტად მუშაობდა.

ოფიციალური ლეგენდის თანახმად 1970-1980-იან წლებში, ჟურნალისტობის დროს მუშაობდა თემაზე "ეგრეთწოდებული განკურნება", როცა ზებუნებრივი ძალები საკუთარ თავშიც იგრძნო.

2000 წელს ჩუმაკმა დუმაში მოხვედრაც სცადა, თუმცა წარუმატებლობა განიცადა და ხმების მხოლოდ 3% შეაგროვა.

დღეს ალან ჩუმაკი 80 წლისაა. 2009 წელს მან 3 წიგნი დაწერა და დღემდე "კვლევით საქმიანობას" ეწევა. სამომავლოდ წინასწარმეტყველურ რჩევებსაც იძლევა.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS