18 ნოემბერი, 2015
5 სკანდალური ფაქტი ნიკი მინაჟზე - მამა ნარკომანი იყო და ხშირად ძალადობდა შვილზე
ნიკი მინაჟი ახალგაზრდების ერთ-ერთი საყვარელი მომღერალია. ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებულ, გემოვნებიან და ფასეულს მუსიკას ქმნის, ის უფრო შოუვუმენია. მისი სტილი, ენერგეტიკა და რიტმის გრძნობა მსმენელს იყოლიებს. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 სკანდალურ ფაქტს ნიკიზე.

არც თუ ისე ტკბილი ბავშვობა

ნიკი მინაჟი ბებიასთან ერთად ქ. სენტ ჯეიმზში ცხოვრობდა. დედამისი ბრონქსში სასწავლებლად იყო წასული. ნიკის 5 წელი შეუსრულდა თუ არა, მშობელმა თავისთან წაიყვანა. ნიკის არ ზრდიდნენ სიმკაცრეში. როგორც თავად იხსენებს, დედამისი აძლევდა მოტივაციას და იშვიათად სჯიდა. ნიკის მამა
ნარკომანი იყო და ხშირად ძალადობდა შვილზე. მამამ გოგონას ცნობიერებას დაღი დაასვა.

ვარსკვლავობამდე...

პირველად მსახიობობა გადაწყვიტა, მაგრამ კინოინდუსტრიაში გზა ვერ გაიკვლია. 19 წლის ასაკში მუშაობა დაიწყო მიმტანად. საშუალოდ 15 სამსახურიდან გამოუშვეს, მათ შორის იყო ადმინისტრატორისა და მენეჯერის პოზიციები.

საბედისწერო შეხვედრა

ნიკიმ სიმღერა 2007 წელს დაიწყო. მინაჟი ლი ვეინმა აღმოაჩინა და კონტრაქტიც გაუფორმა, ამის შემდეგ რეპერმა რამდენიმე ალბომი გამოუშვა და მსმენელის გული დაიპყრო.

ზედმეტსახელი

მინაჟს ,,შავ ლედი გაგას" ეძახიან არაორდინალური სტილის გამო. ის დასამახსოვრებელია ვარდისფერი, იასმანისფერი ან ცისფერი თმით, ექსტრავაგანტული ვარცხნილობებითა და ექსკლუზიური ტანსაცმლით.

იცოდით, რომ... ?

ნიკი მინაჟის ბარბის თოჯინა 15 000 $-ად გაიყიდა, ეს თანხა ქველმოქმედებას მოხმარდა. მინაჯი ერთადერთი ქალია, რომელიც ჟურნალ ფორბსის ჰიპ-ჰოპის მეფეების სიაში მოხვდა.
მომღერალი დამოკიდებულია ნარკოტიკზე. კონცერტებზე ხშირად გამოდის არაფხიზელ მდგომარეობაში.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS