11 ნოემბერი, 2015
ნიშნობის ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში
მოახლოებული ქორწილის ოფიციალური გახმაურება ნიშნობით ხდება. შესაძლოა დღესდღეობით ნიშნობის ტრადიციას მნიშვნელობა დაკარგული აქვს, თუმცა იყო დრო, როცა ნიშნობა ქორწინებდა მნიშვნელოვან ეტაპად ითვლებოდა.

ნიშნობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში სპეციფიკური განსაკუთრებულობით გამოირჩეოდა.

გერმანიაში ნიშნობა, ოჯახური ცხოვრების დაწყებას ნიშნავდა. ნიშნობის შემდეგ წყვილი თანაცხოვრებას იწყებდა და ეს რამდენიმე წელს გრძელდებოდა.

იტალიაში ნიშნობა მხოლოდ ქორწილისთვის მზადებას წარმოადგენდა. საქმროს საცოლის ოჯახში სტუმრობა შეეძლო, თუმცა ოჯახის წევრების მკაცრი ზედამხედველობით. ასე გრძელდებოდა ვიდრე დაქორწინდებოდნენ. ქორწინებამდე ფიზიკური ურთიერთობა კი დაუშვებელი იყო.

შვეიცარიაში ნიშნობის შემდეგ წყვილი
ვალდებული იყო ეგრეთწოდებული ტესტი გაევლო, მღვდელთან საუბრის სახით, თუ რამდენად იყო წყვილი მზად ერთობლივი ცხოვრების დასაწყებად.

ესპანეთში, თუ ქორწილი 3 თვეში არ გაიმართებოდა, ნიშნობა უქმდებოდა.

ისლამურ ქვეყნებში, ნიშნობის პროცესში სასიძოსა და საპატარძლოს ერთმანეთს წარუდგენენ. საქმროს უფლება ეძლევა მომავალი მეუღლის სახე დაინახოს და რამდენიმე სიტყვით დაელაპარაკოს ნათესავების თანდასწრებით. გოგონაზე შეხება სრულფასოვან ქორწინედამდე დაუშვებელია.

იაპონიაში ქორწინება მშობლების გადაწყვეტილებით იმართებოდა, ამიტომ ნიშნობაზე ხდებოდა მომავალი მეუღლეების გაცნობა. თუ საქმრო ყველა საქორწინო ფორმალობას გაითვალისწინებდა, საცოლეს 9 საჩუქარს ჩუქნიდა.

გარდა ამისა საქმროს ოჯახი მომავალ ნათესავებს ფულად ჯილდოს გადასცემდა ან ნივთებს, რაც წარმატების სიმბოლოდ ითვლებოდა. თუმცა დროთაგანმავლობაში მსგავსი ტრადიცია სულ უფრო იშვიათად გვხდება იაპონიაში და დღეს ნიშნობის დროს ძირითადად ბეჭდების გაცვლით შემოიფარგლებიან, როგორც ევროპის უმეტეს ქვეყანაში.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS