ახალგაზრდების კერპები სულ უფრო აქტიურად ირჩევენ ახალ გზას - სატანიზმს. და რაც ყველაზე ცუდია, ათასობით თაყვანისმცემელი, რომელთა უმრავლესობა მოზარდია, შეიძლება მათ გზას გაჰყვეს. მღელვარების საბაბად იქცა ბრიტანელი ჟურნალისტის, ტელეწამყვანისა და ფოტომოდელის, ცნობილი
ცნობილი ინგლისელი როკმუსიკოსი ჯიმი პეიჯი „ლედ ზეპელინიდან“ რეგულარულად მონაწილეობდა ოკულტურ და მაგიურ რიტუალებში და ისეთი აღტაცებული იყო კროულის პიროვნებით, რომ მისი ყოფილი სახლიც კი იყიდა შოტლანდიაში, ლოჰ-ნესის ტბასთან.
ამბობენ, რომ ამავე ორდენთან არის დაკავშირებული რეპერი ჯეი-ზი, რომელსაც არაერთხელ გამოუყენებია კროულის ნამუშევრებიდან სახეები და ციტატები თავის ნაწარმოებებში. მისი ტანსაცმლის ხაზი ღოცაწეარ-ი, გაჯერებულია ორდენის გამოსახულებებით -სამკუთხედში ჩასმული თვალით (ძველი ეგვიპტური სიმბოლო, რომელიც ოკულტურ ტექსტებში გამოიყენება) და სხვა სიმბოლოებით. დღესდღეობით ოტო-ს ასობით წევრი მთელ ბრიტანეთშია მოფენილი, მსოფლიოში კი ათასობით არიან. გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი აგენტი, რომელიც ლოს-ანჯელესის სატანისტურ საზოგადოებას იძიებდა, აცხადებს, რომ კროულის ზოგიერთი სწავლება ადამიანთა მსხვერპლად შეწირვასაც გულისხმობს. მართალია, ბევრი მიიჩნევს, რომ ვარსკვლავების „სატანისტური გატაცებები“ უბრალოდ პიარია, სხვების აზრით, მათ შეუძლიათ ამ დამანგრეველ ძალას დიდი რეკლამა გაუკეთონ.
ჟურნალი „რეიტინგი“