07 ნოემბერი, 2015
„სტამბოლის ცის“ ვარსკვლავის დენიზ ჩაკირის პირადი ცხოვრება
თურქული კინემატოგრაფის ვარსკვლავი დენიზ ჩაკირი ახალი წლის ღამეს 31 დეკემბერს, ანკარაში, 1982 წელს დაიბადა. ის სკოლის ასაკიდან მონაწილეობდა თეატრალურ სპექტაკლებში. დენიზი სამმაგი არჩევანის წინაშე იდგა - გამხდარიყო იურისტი, ჟურნალისტი ან მსახიობი. თუმცა დენიზმა მსახიობობაზე არჩევანი მალევე შეაჩერა. სწავლის პერიოდში მსახიობი რეკლამაში გადაღებებითა და რადიოში მუშაობით ირჩენდა თავს.

2004, 2005, 2006 წლებში დენიზი რამდენიმე სერიალში გადაიღეს, თუმცა ამ სერიალებს მისთვის განსაკუთრებული წარმატება არ მოუტანია.
სერიალი "ფოთოლცვენა" კი წარმატებული აღმოჩნდა და ბევრი მაყურებლის გულისმოგება შეძლო. მისი შემოქმედებითი
მოღვაწეობის წარმატების მწვერვალი კი "დიდებულ საუკუნეში" განსახიერებული სულეიმანის უფროსი დის როლი აღმოჩნდა.

ჰობი და ინტერესები

დენიზ ჩაკირის საყვარელი მსახიობი მსოფლიოში ცნობილი ჯონი დეპია. საყვარელი ფერებია - მწვანე, იისფერი, შავი. უყვარს განსაკუთრებული სამოსი, რომლით თამაშიც უწევს.

დენიზ ჩაკირის პირადი ცხოვრება

დენიზს ხანგრძლივი რომანი აკავშირებდა ცნობილ მსახიობ ფირატ დორუოღლუსთან. შემდეგ ურთიერთობა შეწყვიტეს. დღესდღეობით დენიზი მსახიობ იბრაჰიმ ჩელიკოლომს ხვდება.

ანა ვერძაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მაკო
მაგარი სერიალია სტამბოლის ცა,მაგრამ ამ სერიალსჰი პერხუნდეს ზალიან ცუდი როლი აქვს.მაგრა ტამასჰობს.ცარმატებებს ვუსურვებ დენიზს. 
20:43 / 17-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS