10 აგვისტო, 2013
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი ანჯელინაა
ორი წლის წინ ენჯის პირველობა კრისტენ სტიუარტმა ჩამოართვა, რომელმაც „ბინდში“ შესრულებული როლით მნიშვნელოვნად გაუსწრო დანარჩენ ვარსკვლავებს. წელს კრისტენი მესამე აღმოჩნდა გამომუშავებული 22 მლნ დოლარით ჟურნალმა „ფორბსმა“ ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი ქალბატონების რეიტინგი მოამზადა. ანჯელინა ლიდერი აღმოჩნდა და ამ წლის განმავლობაში გამომუშავებული 33 მლნ დოლარით თავისი ორი წლის წინანდელი ტიტული დაიბრუნა.

შემოსავლის ძირითადი წყარო იყო მონაწილეობა ფილმში „მალეფისენტი“, რომლის გამოსვლაც მომავალი წლის გაზაფხულზე იგეგმება. ენჯიმ მასში ბოროტი ჯადოქარი განასახიერა და 15 მლნ დოლარი მიიღო ჰონორარის სახით.

ორი
წლის წინ ენჯის პირველობა კრისტენ სტიუარტმა ჩამოართვა, რომელმაც „ბინდში“ შესრულებული როლით მნიშვნელოვნად გაუსწრო დანარჩენ ვარსკვლავებს. წელს კრისტენი მესამე აღმოჩნდა გამომუშავებული 22 მლნ დოლარით.

მეორე ადგილზე კი ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავი ჯენიფერ ლოურენსია, რომელმაც 2013 წლის განმავლობაში 26 მლნ დოლარი გამოიმუშავა. სიაში ასევე არიან ჯენიფერ ანისტონი, ემა სტოუნი, შარლიზ ტერონი, სანდრა ბალოკი, ნატალი პორტმანი, მილა კუნისი და ჯულია რობერტსი.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS