09 აგვისტო, 2013
კონსტანტინე მელაძე გაამართლეს
შეგახსენებთ, ავარია მისი მონაწილეობით 2012 წლის დეკემბერს მოხდა, კიევის გზატკეცილზე. მელაძემ თავისი ''ლექსუსით'' 30 წლის ქალი გაიტანა, რომელიც გზაზე გადადიოდა უკრაინაში დაიხურა სისხლის სამართლის საქმე ავტოავარიასთან დაკავშირებით, რომელშიც კონსტანტინე მელაძე მონაწილეობდა. ცნობილი კომპოზიტორისა და მუსიკალური პროდიუსერის საქმეს უკრაინის მილიცია იძიებდა. ძიება დასრულდა და საქმის წარმოებაც დასრულდა.

''ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მელაძემ ყველაფერი გააკეთა, რათა ავარია თავიდან აეცილებინა, მას არ ჰქონია დანაშაულებრივი განზრახვა და შესაბამისად, არც დანაშაული ჩაუდენია'', - აღნიშნულია მილიციის დასკვნაში.

შეგახსენებთ, ავარია მისი მონაწილეობით 2012 წლის
დეკემბერს მოხდა, კიევის გზატკეცილზე. მელაძემ თავისი ''ლექსუსით'' 30 წლის ქალი გაიტანა, რომელიც გზაზე გადადიოდა.

დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლმა თავად გამოიძახა მილიციაც და ''სასწრაფოც''. ჩატარებულმა ალკოტესტერმა აჩვენა, რომ პროდიუსერი ფხიზელი იყო. მელაძემ გარდაცვლილის ოჯახს 30 ათასი დოლარი გადაურიცხა და თავის მეურვეობაში აიყვანა მისი ორი არასრულწლოვანი შვილი.

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS