ფიმელის ბიოგრაფია ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა. თაყანისმცემლები მსახიობს კიდევ უფრო მასშტაბურ პროექტებში მოიაზრებენ.
ტრევისს პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს და მას კადრს მიღმა ტოვებს.
მსახიობი ავსტრალიის ერთ პროვინციულ ქალაქში, ეჩაკაში დაიბადა. ბავშვობა და ახალგაზრდობა მამის ფერმაში, მძიმე შრომაში გაატარა.
ახალგაზრდა ტრევისი ფეხბურთით იყო გატაცებული, თუმცა სერიოზული ტრავმების გამო მიატოვა. მალე ავსტრალიიდან ლოს-ანჯელესში
მისი შემდეგი სეზონი 2016 წელს გამოვა. მომავალ წელს ასევე იხილავთ ფილმ "ვორქროფტს" ტრევის ფიმელის მონაწილეობით.
როგორც ხვდებით ტრევისს კიდევ დიდხანს არ ემუქრება მატერიალური სიდუხჭირე, რაც კიდევ უფრო სასურველ სასიძოდ აქცევს მასთუმცა ფიმელს სერიოზული ურთიერთობა დღემდე არავისთან ჰქონია.
თავისუფალ დროს მსახიობი სამშობლოში მამასთან და ძმებთან ერთად, ფერმაში ატარებს ან მოტოციკლითა და სერფინგით ერთობა. არც ფეხბურთს ივიწყებს და სამოყვარულო გუნდში დღემდე თამაშობს.
ერთ დროს ხმებიც კი გავრცელდა, რომ ტრევისს არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია აქვს, თუმცა ამას არავითარი მტკიცებულება არ უდევს საფუძვლად. შესაძლოა უახლოეს მომავალში ტრევისმა იქორწინოს კიდეც. როგორც ზოგიერთ საიტზე აღნიშნეს, ფიმელი გოგონასთან ერთად საქორწინო ბეჭდის შეძენის დროს შენიშნეს. თუმცა ინფორმაცია გადაუმოწმებელია და ოფიციალურ დადასტურებას უმჯობესია თავად ტრევის ფიმელისგან ველოდოთ.
ანა ვერძაძე