12 ოქტომბერი, 2015
გახდა თუ არა ქეთა თოფურია ახალი ”ვიაგრას” სოლისტი?
მას მერე, რაც ქეთა "ვოისის" ჟიურის წევრი გახდა, თბილისში მაინც მცირე დროს ატარებს და ძირითადად რუსეთშია. ბოლო დროს რამდენიმე ღონისძიებას დაესწრო, მათ შორის, "ახალ ტალღას", სადაც ახალი იმიჯითა და ტრადიციულად საინტერესო ჩაცმულობჳთ გაიბრწყინა.

მის უცნაურ ვარცხნილობაზე პრესა დიდხანს წერდა. ასევე იმაზე, რომ 3 თვის გოგონა, ოლივია გეიხმანი, რამდენჯერმე სამუშაოზეც ჰყავდა თან - მაგალითად, ერთ-ერთ კონცერტზე წაიყვანა და საგრიმიოროში მასთან ერთად გადაიღო ფოტოები.

ალბათ გახსოვთ, მსგავსი ფოტოები ცნობილ მოდელ ჟიზელ ბიუნდჰენს აქვს გადაღებული, ოღონდ ჟიზელი მაშინ
ძუძუთი კვების პროპაგანდას ეწეოდა.

ერთ-ერთ ღონისძიებაზე ქეთამ ვერა ბრეჟნევასა და უკრაინაში მოღვაწე ქართველ დიზაინერ ბიჭოლა თეთრაძესთან ერთად გადაიღო ფოტოები და "ინსტაგრამზე" ასეთი სახუმარო წარწერა გაუკეთა: "აი, ახალი ვიაგრა!" იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS