07 აგვისტო, 2013
ჰილარი კლინტონის თანაშემწის ოჯახი სექსუალურ სკანდალში გაეხვია
ჰუმას დიდი ხანია უწოდებენ ''ჰილარი კლინტონის ჩრდილს'' . ერთ-ერთ ინტერვიუში კლინტონმა გამოაცხადა, მეორე ქალიშვილი რომ მყავდეს, ეს ჰუმა იქნებოდაო ჰილარი კლინტონის 38 წლის თანაშემწე ჰუმა აბედინი კვლავ ქმრის, 46 წლის ენტონი ვინერის გვერდით არის, რომელიც სექსუალური სკანდალისთვის აშშ-ის კონგრესიდან გააძევეს.

ვინერი თავის ''შიშველ'' ფოტოებს უგზავნიდა ქალებს. სკანდალიდან ორი წლის მერე აბედინი არის ბედნიერი დედა, ცოლი და უკვე ვინერის მარჯვენა ხელი, რომელიც ნიუ-იორკის მერობას აპირებს.

ეს წყვილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია აშშ-ის პოლიტიკურ არენაზე. ჰუმას დიდი ხანია
უწოდებენ ''ჰილარი კლინტონის ჩრდილს'' . ერთ-ერთ ინტერვიუში კლინტონმა გამოაცხადა, მეორე ქალიშვილი რომ მყავდეს, ეს ჰუმა იქნებოდაო. ეს მოკრძალებული გოგონა მუსლიმანური ოჯახიდან, რომელსაც ხშირად სდებდნენ ბრალს ჯაშუშობაში, თეთრ სახლში 1996 წელს გამოჩნდა, 19 წლისა.

იმავე პერიოდში მივიდა პრაქტიკაზე ვაშინგტონში კიდევ ერთი იმედის მომცემი არსება - 22 წლის მონიკა ლევინსკი. ის ბილ კლინტონის თანაშემწე გახდა, ჰუმა კი მაშინდელი პრეზიდენტის ცოლთან მიავლინეს. რამდენიმე წელიწადში აბედინმა მოახერხა, შეუცვლელი ადამიანი გამხდარიყო ჰილარი კლინტონის შტატში, მისი მარჯვენა ხელი.

სამი წლის წინ აბედინმა, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტა, პირადი ცხოვრებისთვის მიეხედა. 2010 წელს ცოლად გაჰყვა კონგრესმენ ენტონი ვინერს, 2011 წელს კი მისი ქმარი სექსუალური სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. ფოტოებზე, რომლებიც პრესის კუთვნილება გახდა, კონგრესმენი შიშველი ტორსით იდგა და გამომწვევად იყურებოდა კამერაში.

სკანდალის შემდეგ პოლიტიკოსი გადადგა, მის ცოლს კი, რომელიც ორსულობის მესამე თვეში იყო, მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოუხდა. მიუხედავად იმისა, რომ ვინერმა აღიარა, არც კი შევხვედრივარ ჩემს ვირტუალურ პარტნიორებსო, მაინც რთული სიტუაცია იყო.

სკანდალიდან ორი წლის მერე და წელიწად-ნახევარში ვად ჯორდანის დაბადებიდან, ჰუმამ პირველად ისაუბრა იმ პერიოდის შესახებ და იმაზეც, თუ როგორ შეინარჩუნა ოჯახი. ისიც გამოაცხადა, რომ ქმარს დაუდგება გვერდით ნიუ-იორკის მერის პოსტზე მოსალოდნელ არჩევნებზე. ჰუმამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ როგორი ერთგული მარჯვენა ხელიც იყო ჰილარი კლინტონისთვის, ისეთივე ერთგული და სამაგალითო ცოლია პოლიტიკოსისთვის.
Rating
ჰუმას თქმით, ოჯახი მისთვის არ არის წარმატებული პროექტი, ეს ქალური ბედნიერების წყაროა, რომელიც სულ აკლდა თეთრ სახლში მუშაობის პერიოდში. "სამი წლის წინ მარტოხელა მშრომელი ქალი ვიყავი, მთელ მსოფლიოში ვმოგზაურობდი და საინტერესო საქმე მქონდა აშშ"-ის მთავრობაში. ვერც კი ვივარაუდებდი, როგორ შეიცვლებოდა ჩემი ცხოვრება ამ მოკლე პერიოდში. დღეს შესანიშნავი პატარა ბიჭუნას დედა ვარ, მაქვს სამუშაო და მყავს ქმარი, რომელიც ნიუ-იორკის მერობას აპირებს, - აღნიშნა ჰუმამ, - "შიშველმა სკანდალმა" ჩემს ოჯახს დიდი დაღი დაასვა, ჩემთვის ეს გამაოგნებელი იყო.

მე და ენტონის ბოლო ორი წელი მძიმე გვქონდა, ჩვენს პირად ცხოვრებას დიდი განსაცდელი დაატყდა თავს, რომელიც გადავლახეთ. ბევრს უკვირს, რატომ ვუდგავარ ქმარს გვერდით. იმიტომ, რომ ენტონი ყოველთვის იყო ჭკვიანი, მზრუნველი და ერთგული ადამიანი. ნიუიორკელებმა მას მეორე შანსი უნდა მისცენ. მე უკვე მივეცი - ჩემთვის, ჩემი შვილისა და ჩვენი ოჯახისთვის. და ვიცი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

ჟურნალი "რეიტინგი"
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS