ეს კაროლინ ჰარტსია. 68 წლის! დიახ, არ მოგესმათ. სწორედ ამ ასაკშია. რაც თავი ახსოვს, ტკბილეული უყვარდა. ერთ წამში ანადგურებდა ფილა შოკოლადს და გიჟდებოდა ტორტებზე. მაგრამ დროთა განმავლობაში შეატყო, რომ მალე იღლებოდა და ძალაც გამოეცალა. 41 წლისას პრედიაბეტური მდგომარეობის დიაგნოზი დაუსვეს.
ქალს მართლაც გვარიანად შეეშინდა. სასწრაფოდ უნდა რაღაც მოემოქმედა.
ადრე კალათბურთს თამაშობდა და საკმაოდ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა. გადაწყვიტა, რომ არ ჰქონდა დანებების უფლება!
საკუთარ რაციონს გადახედა და საფუძვლიანად შეცვალა. პირველ რიგში, ტრადიციულ ტკბილეულზე თქვა უარი. უკვე
27 წელია არ იღებს რაფინირებულ შაქარს და მაღაზიის ტკბილეულს. ჩვეულებრივი შაქარი ქსილიტით შეცვალა - ბუნებრივი შაქრით, რომელიც მცენარეული ნარჩენებისგან არის მიღებული და სიმსუქნის ან დიაბეტის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის ამზადებენ. ამასობაში ბევრი რეცეპტიც დააგროვა, თუ როგორ უნდა მოამზადო შინ ტკბილეული ჩვეულებრივი შაქრის გარეშე, და წიგნიც გამოსცა ამაზე. თუმცა პირველ რიგში თავად, თავისი დახვეწილი და ახალგაზრდული გარეგნობით არის მაგალითი იმისა, თუ რამდენად ვნებს ადამიანს ბევრი ტკბილეული და რამდენად რგებს - მასზე უარის თქმა.
იხილეთ ფოტოები