სტანისლავ ბონდარენკო - ბიოგრაფია
რუსული კინოსა და თეატრის მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო უკრაინაში, ქალაქ დნეპრორუდნოეში, 1985 წლის 2 ივლისს დაიბადა. მსახიობს ძმა და ორი ტყუპი და ჰყავს. სტასის მამა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს ეწევა, დედა კი სტილისტის თანაშემწეა.
ბავშვობა ისტორიულ სამშობლოში გაატარა, მაგრამ როცა სტასს 11
საცეკვაო სტუდიაში, სადაც სტასი ემზადებოდა, ერთ-ერთი საცეკვაო ნომრის შესრულების დროს ბიჭი რუსული თეატრალური ხელოვნების უნივერსიტეტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა შენიშნა და სწავლის გაგრძელება შესთავაზა. ბონდარეკო მონდომებული სტუდენტი იყო, მალე კურსზე საუკეთესო გახდა და სტიპენდიაც დაენიშნა.
სტანისლავ ბონდარენკოს პირადი ცხოვრება
ბონდარენკო ბედნიერ ქორწინებაში იმყოფება ეკონომისტ იულია ჩიპლიევასთან. მსახიობმა ცოლი 2000 წლის დასაწყისში გაიცნო.
ერთმანეთს თეატრალურ სასწავლებელში შეხვდნენ, სადაც იულია სამსახიობო ხელოვნების კურსებს ესწრებოდა. თუმცა სერიოზული ურთიერთობა მხოლოდ მოგვიანებით, შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ დაიწყო.
პირველი შეხვედრის შემდეგ სტასმა გოგონას ტელეფონის ნომერი დაკარგა, რამდენიმე წლის შემდეგ კი შემთხვევით, საერთო მეგობრის დაბადების დღეზე შეხვდა. მას შემდეგ ბონდორენკო აქტიურად ზრუნავს იულიაზე.
იულიამ და სტასმა 2008 წელს იქორწინეს. მოგვიანებით პირველი შვილი შეეძინათ. წყვილი უკვე 7 წელია, ბედნიერად ცხოვრობს.

ფილმოგრაფია:
- სიყვარულის თილისმა
- ხაფანგი
- ქალი, რომელიც ავანტიურისტი არ არის
- პროვინციელი
- ზაფხულის ოთხი დრო
- თვითმარქვია
- ნახევარ და
- სიყვარულში გაგიმართლებს
- დამიბრუნე სიყვარული
- დედაჩემი წინააღმდეგია
- ლამაზმანები
ახლა მსახიობი ორ ახალ სერიალზე მუშაობს. ესენია - "ოქროს გალია" და "სიყვარულის სახელით".
ანა ვერძაძე