ევას გვარი სწორად გამოითქმის როგორც გრენი, რაც შვედურად "ხეს" ნიშნავს. ევა თავს ებრაელად მიიჩნევს და გასაგებიცაა, რადგან ებრაელთა ეროვნებას დედის წარმოშობა განსაზღვრავს და არა მამის.
ევა გრინი, დედასთან - მარლენ ჟობერთან ერთად. სურათზე კარგად ჩანს, რომ ევას ბუნებრივი თმის ფერი - ქერაა.

ცნობილი იტალიელი
ევა გრინის სადებიუტო როლმა, არამარტო წარმატებული თამაშით, არამედ სიშიშვლითაც მიიპყრო მაყურებელთა ყურადღება. მსახიობი ფილმში არაერთხელ დემონსტრირებს შიშველი სხეულით.
2004 წელს ევა გრინის მონაწილეობით გამოდის მეორე ფილმი - "არსენ ლუპენი", სადაც ცნობილი ავანტიურისტის მეგობარს თამაშობს.
2005 წელს ჰოლივუდში მიიწვიეს, სადაც ისტორიულ ფილმ "ზეციურ სამეფოში", ისრაელის დედოფლის როლი განასახიერა.
ამ ფილმის შემდეგ ევა გრინის კარიერა მწვერვალს უახლოვდება.
2006 წელს "კაზინო"როიალში" ჯეიმს ბონდის მეგობარი ქალის როლი ითამაშა.
2007 წელს ფილმში "ოქროს კომპასი" კვლავ დედოფლის როლი შეასრულა. მისი მომდევნო როლი ფსიქიურად აშლილი ქალის ცხოვრებაა, რომელიც გამუდმებით თვითმკვლელობაზე ფიქრობს - "ფრანკლინი" 2009 წელი. ამავე წელს ითამაშა ფილმ "ნაპრალებში". ასევე ფილმი "საშო" 2010 წელი - რებეკას როლი.
2011 წელს ამერიკულ სერიალში "კამელოტი" - მეფე არტურის დის მორგანის როლი განასახიერა.
ამას მოჰყვა არაერთი წარმატებული როლი. ქალ მსახიობებს შორის ევა გრინი დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული მსახიობია.



ანა ვერძაძე