05 აგვისტო, 2013
რიანამ დასვენებაში ნახევარი მილიონი დახარჯა
მონაკოში კი სამი საათით გვიან გამოჩნდა კონცერტზე - მანამდე საცურაო კოსტიუმის ამარა შოპინგობდა და ალბათ, მაღაზიებში დრო თვალსა და ხელს შუა გაეპარა
25 წლის პოპვარსკვლავმა რიანამ მსოფლიო ტურნეზე პაუზით ისარგებლა და ფრანგულ რივიერაზე სრულფასოვნად დაისვენა. რამდენიმეთვიანმა გასტროლებმა, ჩანს, ძალიან გადაღალა. ბოლოს ისე დაიქანცა, პოლონეთში ხალხს უკიოდა: ''დანია! მე ვგრძნობ თქვენს სიყვარულს!'' პოლონელებს ესეც არ აკმარა, პაწაწინა შორტით და საცვლების გარეშე გამოვიდა სცენაზე.

მონაკოში კი სამი საათით გვიან გამოჩნ
და კონცერტზე - მანამდე საცურაო კოსტიუმის ამარა შოპინგობდა და ალბათ, მაღაზიებში დრო თვალსა და ხელს შუა გაეპარა. ერთი სიტყვით, დაღლილობა მის ტურნეზეც აისახა და დასვენება გადაწყვიტა.

მეგობრებთან ერთად, რომელთა შორის სუპერმოდელი და მსახიობი კარა დელვინიც იყო, რიანამ ორი კვირა გაატარა ფე-შენებელურ იახტაზე. მისი ქირაობა 300 ათასი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა, კიდევ ორი ასეული ათასი დოლარი კომპანიამ ღამის კლუბებსა და რესტორნებში დატოვა. საერთო ჯამში, რიანამ ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა დასვენებაში და იმედია, ძალებაღდგენილი დაუბრუნდება ტურნეს.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS