04 აგვისტო, 2013
ჰოლივუდის პატარა ვარსკვლავი
წელს მორეცს 12 წლის ვამპირის როლი ერგო შვედური ჰიტის „შემომიშვის“ ამერიკულ რიმეიკში, ასევე ენ სლაიგერი განასახიერა ფსიქოლოგიურ ტრილერში „მინდვრები“ ქლოე 1997 წლის 10 თებერვალს დაიბადა აშშ-ის ქალაქ ატლანტაში. მამამისი პლასტიკური ქირურგია, დედა კი - მედდა. ქლოეს ოთხი უფროსი ძმა ჰყავს. 2002 წელს დედასა და უფროს ძმასთან ერთად ნიუ-იორკში გადაბარგდა, სადაც საშემსრულებლო ხელოვნების პროფესიონალურ სკოლაში მიიღეს. სწორედ იქ დაინტერესდა სამსახიობო კარიერით.

ჰოლივუდში პირველი როლი ვიოლეტა იყო სერიალ „მცველის“ ორ ეპიზოდში. პირველი კინოროლი კი 2005 წელს ერგო, ფილმში
„ბეჰოლდერის გული“ . ასევე გამოჩნდა სტივენ სიგალის ექშენში „დღეს მოკვდები“ . მორეცმა პატარა როლები ითამაშა სერიალში „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ , „დიდი დედის სახლი“ და ა.შ.

2010 წელს დიდი წარმატება მოუტანა პატარა მკვლელის როლმა ფილმში „წიხლი“ . ქლოეს კინოკრიტიკოსების აღიარებაც ხვდა წილად. გადაღებების დროს ქლოე რთულ ილეთებსაც თავად ასრულებდა და ამისთვისაც ხშირად შეუქიათ.

წელს მორეცს 12 წლის ვამპირის როლი ერგო შვედური ჰიტის „შემომიშვის“ ამერიკულ რიმეიკში, ასევე ენ სლაიგერი განასახიერა ფსიქოლოგიურ ტრილერში „მინდვრები“ .
Rating
2011 წელს მარტინ სკორსეზემ ანდო როლი ფილმში „დროის მცველი“ , ამას მოჰყვა ტიმ ბერტონის მისტიკური ტრაგიკომედია „ბნელი ჩრდილები“ , რომელშიც მეამბოხე მოზარდის როლი ითამაშა. წელს კი სტივენ კინგის „კერი“ აღმოჩნდა მის ფილმოგრაფიაში, ასევე „წიხლის“ მეორე ნაწილი და სხვა ფილმები.

15 წლის ქლოე ამ ეტაპზე ძირითადად კინოკარიერით არის დაკავებული. მის გვერდით ყოველთვის არის დედა, რომელიც გადაღებებზეც თან ახლავს და აკონტროლებს შვილს. ამიტომ ქლოე ამბობს ხოლმე, რომ პირადი ცხოვრება ჯერჯერობით მხოლოდ მეგობრებითა და შოპინგით ამოიწურება. მოდით არის დაინტერესებული, თუმცა უფრო ხშირად ჩაცმის საკუთარ სტილს ანიჭებს უპირატესობას. თუმცა ბოლო დროს მაინც გამოჩნდა მისი რამდენიმე პაპარაცული ფოტო, რომლებზეც ქლოე მეგობარ ბიჭთან - კემერონ ფულერთან ერთად არის აღბეჭდილი. ასე რომ, სინამდვილეში ამ პატარა ვარსკვლავსაც რჩება დრო პირადი ცხოვრებისთვის.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS