18 სექტემბერი, 2015
სიმართლე ''ორი ბედის'' გმირებზე : ''სინამდვილეში მას ერთი შვილი ჰყავს და მთავარი გმირის ცოლია''
როგორც აღმოჩნდა, სერიალს იჩასა და ტაპასიას შესახებ ("ორი ბედი"), რომელიც ორი ბავშვის ამბით დაიწყო, ბევრი უყურებს. რამდენიმე მკითხველმა მოგვწერა, რომ ბავშვებიც კი უყურებენ და აინტერესებთ მსახიობების რეალური ცხოვრება.

მიუხედავად იმისა, რომ ვერავის ვურჩევთ, სერიალებს უყურონ (მით უმეტეს, ბავშვებმა), მკითხველების თხოვნით მცირე ინფორმაციას გთავაზობთ მსახიობებზე.

იჩას როლის შემსრულებელი ტინა დატა 1986 წელს არის დაბადებული, ინდოეთის ქალაქ კალკუტაში. მსახიობი და ტელეწამყვანია, თუმცა ძირითადად სერიალებში თამაშობს. კარიერა 5 წლიდან დაიწყო და მას მერე ბოლივუდში მოღვაწეობს, თუმცა ბავშვობაში სტიუარდესობაზე
ოცნებობდა. ყველაზე მეტად სწორედ "ორმა ბედმა" მოუტანა პოპულარობა და ამბობს, რომ ხასიათით ძალიან ჰგავს თავის ყველაზე ცნობილ გმირს - იჩას.

რაც შეეხება ტაპასიას როლის შემსრულებელს, ის დივია დესაია, 1986 წელს დაბადებული მსახიობი, მოდელი და მოცეკვავე. ინდოეთში საკმაოდ პოპულარულია. მისი ქმარი კი ასევე ამ სერიალის პერსონაჟი უვირია – ნანდიშ სანდუ. რეალურ ცხოვრებაში ისინი ცოლ-ქმარი არიან და ერთი შვილი ჰყავთ. იხილეთ ფოტოები
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS