16 სექტემბერი, 2015
რატომ სურს ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილს სქესის შეცვლა
9 წლის შაილოს პლასტიკური ოპერაციის გაკეთება სურს. ჰოლივუდის მთავარი წყვილის ქალიშვილი შაილო ჯოლი-პიტი ბიჭივით იზრდება. სათამაშო თოჯინებს სამურაის ხმლებს არჩევს, კაბებს კი ბიჭის ტანსაცმლით ანაცვლებს და მოითხოვს - პიტერი დაუძახონ.

Шайло Джоли-Питт

ვარსკვლავურ წყვილს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ შვილებს გამოხატვის სრულ თავისუფლებას აძლევენ. თუმცა შაილოს ამგვარ საქციელს ბავშვურად თვლიან, ფიქრობენ, რომ შაილო გაიზრდება, დაქალდება და საკუთარ თავს ისეთს მიიღებს, როგორიც არის.
როგორც ჩანს, შაილოსთვის ეს თამაში სულაც არ არის. როგორც კი ბავშვმა პლასტიკური ქირურგიის დახმარებით სქესის შეცვლის შესაძლებლობის
შესახებ გაიგო, მშობლებს დაჟინებით სთხოვს ოპერაციის გაკეთებას.

Анджелина Джоли с дочерью Шайло
თავდაპირველად ანჯელინამ თხოვნა ხუმრობად მიიღო, მაგრამ როცა ქალიშვილის გადარწმუნება ვერ შეძლო, ბავშვის სურვილისთვის მხარის დაუჭირა გადაწყვიტა.

ბრედ პიტმა და დედამისმა, ჯეინ პიტმა ჯოლის აღზრდის მეთოდი დაუწუნეს და სიტუაციით აღშფოთებულები არიან. ბრედი ფიქრობს, რომ დროა აღზრდის მკაცრ კანონებს მიმართონ. ამასთან ანჯელინა ქალიშვილზე ზეწოლას სასტიკად ეწინააღმდეგება.

"შაილოს სურს, რომ ბიჭი იყოს, ამიტომ თმას ყოველთვის მოკლედ ვჭრით. აღმერთებს სპორტულ და კლასიკურ კოსტიუმებს შარვალთან. ფიქრობს, რომ ერთ-ერთია ძმებს შორის. ვფიქრობ, შაილოს ყველა სამსახიობო უნარი აქვს. ბავშვობაში სამოსში გამოვეწყობოდი და გიჟივით ვხტოდი, ზუსტად ისე, როგორც შაილო" - გულახდილად ყვება ჯოლი.

Брэд Питт с сыновьями Паксом и Мэддоксом и дочерью Шайло

შაილოს სქესის შეცვლის სურვილი, კეიტლინ ჯენერის (წარსულში ბრიუს ჯენერი) რეალითი შოუს "I Am Cait" ნახვის შემდეგ გაუჩნდა. შაილომ დედას უამრავი კითხვა დაუსვა და ანჯელინამ გადაწყვიტა შვილს არაფერი დაუმალოს.

ასე ტანჯავს შაილოს სქესის შეცვლის იდეა - წერს ერთ-ერთი ამერიკული ჟურნალი.
გარდა ამისა, ანჯელინას მეორე ქალიშვილთანაც შეექმნა პრობლემა. ცოტახნის წინ ჯოლის ნაშვილებმა ქალიშვილმა ზახარამ - ეთიოპიაში, ბიოლოგიურ დედასთან დაბრუნების სურვილი გამოთქვა.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS