03 აგვისტო, 2013
არაბი პრინცესა მოახლეებს მონებად აქცევდა
პრინცესას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კალიფორნიის შტატის ორანჯის ოლქის პროკურატურამ მას ადამიანებით ვაჭრობისა და ადამიანების უკანონოდ დაყოვნების ბრალდება წაუყენა
აშშ-ში დააპატიმრეს საუდის პრინცის ცოლი მეშაელ ალაიბანი. მას იმაში სდებენ ბრალს, რომ მონურ შრომას იყენებდა. პრინცესა მოახლეებს პასპორტებს ართმევდა, დაბალ ხელფასზე ამყოფებდა და უქმეების გარეშე ამუშავებდა.

პრინცესას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კალიფორნიის შტატის ორანჯის ოლქის პროკურატურამ მას ადამიანებით ვაჭრობისა და ადამიანების უკანონოდ დაყოვნების ბრალდება წაუყენა.

მიშაელი საუდის არაბეთის პრინცის აბდელ რახმანა ბენ ნასერ ბენ
აბდელ აზიზ ალ საუდის ერთ-ერთი ცოლია. ამერიკული მედიის მონაცემებით, ქალი კონტრაქტის დარღვევით თავის კალიფორნიულ სასახლეში ამყოფებდა მოახლეებს. ერთ-ერთი მათგანი 30 წლის კენიელი იყო. მან, პრაქტიკულად, ორი წელი იცხოვრა ტყვეობაში, მერე კი გაიქცა და პოლიციაში საჩივარი დაწერა.

გაირკვა, რომ კენიელ ქალს ის შეჰპირდა, თვეში 1600 დოლარი გადაეხადა, თუმცა მერე საბუთები ჩამოართვა და აიძულა, 220 დოლარზე ემუშავა, უქმეების გარეშე. კენიელის გაქცევის შემდეგ საუდის პრინცესას სასახლეში მონურ პირობებში კიდევ ოთხი ფილიპინელი დარჩა.

ალაიბანის ადვოკატები დარწმუნებულნი არიან, რომ გაქცეულმა მოახლემ სწორად ვერ გაიგო კონტრაქტის პირობები. თუ პრინცესა სიმართლეს ვერ დაამტკიცებს, 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მარგო
იქ რომ კოტიკო კუბლაშვილის სასამართლო ყოფილიყო, ამ ქალს არავინ არ დააპატიმრებდა.პირიქით იმ მონა მოახლეებს მიურჭობდა 12 წლიანებს
11:51 / 06-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS