ინდური სერიალების მოყვარულთა კიდევ ერთი საყვარელი სერიალი ყოფილა
"ბედისწერა" და მისი ვარსკვლავები კუმუდი და სარასი. ჩვენი მკითხველების თხოვნას ამჯერადაც ვასრულებთ და ამ გმირების შესახებ მცირე ინფორმაციას გთავაზობთ.
კუმუდის როლის შემსრულებელი ჯენიფერ ვინგეტია. 1985 წელს აქრის დაბადებული და ცნობილი ინდოელი მსახიობია. სწორედ "ბედისწერამ" გაუთქვა სახელი, თუმცა ამბობენ, რომ მის პირად ცხოვრებაზეც მოახდინა გავლენა. ჯენიფერი 2012 წელს დაქორწინდა თავის კოლეგაზე, ინდოელ მსახიობ კარან სინგხ გროვერზე.
თუმცა "ბედისწერის" გადაღებების პერიოდში, უკვე 2013 წელს წყვილს ურთიერთობა დაეძაბა. ამაზე იმანაც
იქონია გავლენა, რომ ბევრს ჭორაობდნენ მთავარი გმირების (კუმუდისა და სარასის) რეალურ რომანზე, რომელიც იყო თუ არა მართლა, დღესაც არავინ იცის. თუმცა ფაქტია, ამ სერიალის გადაღებების შემდეგ, 2014 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
ჯენიფერი მას მერე მარტოა...
იხილეთ სრულად