შამბალას სამაჯურების ტარება ბოლო წლებია ძალიან პოპულარულია ევროპაში და თუ თქვენც მსგავსი აქსესუარის შეძენას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ რა დატვირთვა აქვს შამბალას სამაჯურს, რატომ გახდა ასეთი პოპულარული და როგორ უნდა ატაროთ სწორად.
არსებობს მითიური ქვეყანა, რომელიც შამბალას სახელწოდებისაა და ტიბეტში მდებარეობს.
შამბალა სულიერი ჰარმონიის სიმბოლოა, სიმშვიდის, ბალანსირების, ადამიანის შინაგანი თავისუფლების და

მედიტაციის დროს ადამიანი ამ სამყაროსთან კავშირს ამყარებს. შამბალას სამაჯურის ხელზე ტარებისას ის ზღაპრულ სამყაროში ადვილად ხვდება და ახალი რეალობის წინაშე დგება, განვითარების ახალ დონეებს აღწევს, შეისწავლის პარალელურ სამყაროს, განამტკიცებს სულს და ეძლევა განსაკუთრებული უნარები.
ლეგენდის თანახმად, შამბალა ყველა ცოცხალი არსების სიმბოლოა.
არც თუ ისე იშვიათად, შამბალას ლოტოსის ყვავილსაც ადარებენ.
ტიბეტელი ბერები შამბალას ავი თვალისა და ძალებისგან დასაცავად, თილისმისა და ამულეტის სახით ატარებდნენ. მიიჩნევდნენ, რომ თილისმა ადამიანს ყველა დაავადებისგან იცავდა. შამბალა მის მატარებელს ძალას ჰმატებდა, ნებისმიერი წინააღმდეგობის გადალახვაში ეხმარებოდა, იცავდა გაჭირვებასა და უბედურების ჟამს.
სამაჯურის მატარებლები, აღნიშნავდნენ, რომ შამბალა მათ დეპრესიისგან ანთავისუფლებდა, დადებითი
ემოციებითა და განწყობით ავსებდა.
რისგან მზადდება შამბალას სამაჯური
შამბალას სამაჯური სხვადასხვა მასალებისგან მზადდება.
სამაჯურები კლასიფიცირებულია სქესის მიხედვით და განკუთვნილია როგორც ქალების ისე მამაკაცებისთვის. სქესის ინდივიდუალურობისდა მიუხედავად სამაჯური პიროვნების ქვეცნობიერსა და ბედზეც კი მოქმედებს.
დამზადებულია სხვადასხვა ფერის და ზომის მძივებისაგან, რომლებიც ნაქსოვი ძაფით ერთდება. მძივი შეიძლება იყოს ხის, ლითონის, მარგალიტის, გაფორმებული ბრილიანტისა და სხვადასხვა ძვირფასი თვლებით.
რისგან გიცავთ შამბალას თილისმა
შამბალა ყველა დაავადებისგან თავის არიდების საშუალებაა. ჯადოსნური ძალა, რომელსაც ფლობს - ადამიანისთვის ძალის მინიჭებაა. ძალა, რომელიც ეხმარება გადალახოს ცხოვრებისეული დაბრკოლებები, სირთულეები, პრობლემები და დაიმუხტოს დადებითი ენერგიით. შამბალა ბლოკავს უარყოფით აურას, განიჭებთ სიმშვიდესა და თავდაჯერებულობას.

მნიშვნელოვანია შამბალას ზოგიერთი ელემენტის დატვირთვის ცოდნა -
მრგვალი მძივებით დამზადებული შამბალა - სიმშვიდის, ბედნიერების, თვისუფლებისა და ჰარმონიულობის სიმბოლოა;
კუს ფორმის მძივი - ძველად კუ ცხოვრებისეული ენერგიის სიმბოლო იყო. თუ კუს ფორმის მძივებით აწყობილ შამბალას გაიკეთებთ, გაგანთავისუფლებთ სიკვდილის შიშისგან და დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში. მაგრამ თუ ბაყაყის ფორმა გაშინებთ, სჯობს მოერიდოთ.
ჯვარი - ჯვრის მძივები ადამიანს მოთმინების ძალას, სიბრძნეს ჰმატებს და ღვთაებრივი ძალაუფლების მორჩილი ხდება;
გველი - ცვლილებების სიმბოლოა და მუდმივად ცვალებად სამყაროში გაცხოვრებთ
ანა ვერძაძე