როცა სერენა სკოლაში წავიდა, მისი მშობლები ერთმანეთს გაეყარნენ და გოგონას აღზრდა დედამ ითავა.
ჯერ კიდევ 16 წლის სერენა სარიკაია, ბავშვთა სილამაზის კონკურსის მონაწილე გახდა, რომელიც პრაღაში იმართებოდა. ის თურქეთის სახელით წარსდგა, მეოთხე ადგილის მფლობელი გახდა და ჟიურისგანაც განსაკუთრებული პრიზი
2010 წელს სერენამ "მის თურქეთის" კონკურსში მიიღო მონაწილეობა. მეორე ადგილი დაიკავა და საუკეთესო ფოტომოდელის ტიტული ერგო.
მას შემდეგ სერენა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალანაზღაურებადი მოდელია თურქეთში.
სერენა სარიკაიას არაჩვეული ხმაც აღმოაჩნდა და მას ბევრი დუეტი აქვს ჩაწერილი, სიმღერის ტექსტების ავტორ - ჩაგატაი ულუსოისთან.
ფილმში პირველად 2006 წელს გადაიღეს, რამაც კინოკარიერაშიც დიდი წარმატება მოუტანა. მსახიობის თამაშით მოხიბლული რეჟისორები სხვა ფილმებშიც ეპატიჟებოდნენ. სერენამ მაყურებლის გულები მალე დაიპყრო, ყველა გოგონას სურდა დამსგავსებოდა, ბიჭები კი მისი გარეგნობით მოაჯადოვა.
2007-დან 2010 წლამდე სარიკაია კიდევ 5 ფილმში გადაიღეს.
2010 წელს მონაწილეობა მიიღო სერიალ "ლალე დევრი"-ში . ამ სერიალმა არა მარტო დიდი სახელი მოუხვეჭა, ცხოვრებაშიც სიახლეები მოუტანა. გარკვეული დროით მსახიობ ტოლგახან საიშმანს ხვდებოდა, მაგრამ რომანი მალე დასრულდა.

2013 წელს სერიალ "გზაჯვარედინის" გადაღებები დაიწყო. მსახიობის შთამბეჭდავმა თამაშმა დიდი წარმატება განაპირობა და დღეს ის თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ნიჭიერ მსახიობად ითვლება. სერიალში მთავარი გმირი ჩაგატაი ულუსოია. სწორედ ფილმის გადაღებების დროს სერენასა და ჩაგატაის ერთმანეთი შეუყვარდათ.
ანა ვერძაძე