04 სექტემბერი, 2015
ამ კუნძულის მცხოვრებნი უკვე ათასი წელია არავის ადგმევინებენ ფეხს თავიანთ მიწაზე
ინდოეთის ზღვაში, ჩრდილოეთ სენტინელის კუნძულის მცხოვრებლები უხსოვარი დროიდან იზოლირებულად ცხოვრობენ გარე სამყაროდან: ისრებითა და შუბებით ეგებებიან ყველას, ვინც კუნძულზე მოხვედრას ცდილობს და ისე ცხოვრობენ, როგორც ქვის ხანაში. ასე იცავენ თავიანთ თვითმყოფად კულტურას, რომელიც აუცილებლად განადგურდება, თუ ისინი ცივილიზაციას ეზიარებიან.

ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ცდილობდნენ იქ მოხვედრას ცივილიზებული ადამიანები, გემებით. თუმცა ეკიპაჟებს აბორიგენები ისრებით ხვდებოდნენ. 1897 წელს კუნძულთან პოლიცია აღმოჩნდა, რომელიც გაქცეულ კატორღელებს ეძებდა. პოლიციელებმა ტყეში იპოვეს პატიმარი, ყელგამოჭრილი და ისრებით დაცხრილული. აღარც გაჩერებულან, სასწრაფოდ დატოვეს
ტერიტორია.

კუნძულის ტერიტორია დიდი არ არის - 72 კვადრატული კილომეტრი. დაახლოებით 400 ადამიანი ცხოვრობს. 1981 წლის აგვისტოში კუნძულის სიახლოვეს გემი მეჩეჩზე აღმოჩნდა. აბორიგენები საკმაოდ აგრესიულად განეწყვნენ, ისრები და შუბები დაუშინეს. საბედნიეროდ, გემი შორს იყო და არავინ დაზარალებულა. ეკიპაჟი ვერტმფრენით გადაიყვანეს იმ ადგილიდან, გემი კი იქვე დარჩა.
არაერთხელ მეცნიერებმა სცადეს მათთან კონტაქტი. საჩუქრებით ჩადიოდნენ, უღიმოდნენ, მაგრამ მათგან მხოლოდ აგრესიასა და გულგრილობას ხვდებოდნენ.
1991 წელს ერთმა ინდოელმა მეცნიერმა მოახერხა მხოლოდ მათი ყურადღების მიპყრობა. მათ გულებამდე მისასვლელი გზა აღმოჩნდა წითელი პლასტმასის ვედროები. 

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS