კიმბერლი კარდაშიანი 1980 წლის 21 ოქტომბერს ლოს-ანჯელესში დაიბადა. დედა კრისი - შოტლანდიური და ჰოლანდიური წარმოშობისაა, მამა რობერტ კარდაშიანი კი, ამერიკელი სომხების მესამე თაობას ეკუთვნის (აშშ-ში 1,5 მლნ. სომხური წარმოშობის ადამიანია).
კიმის ბავშვობა
საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც კარდაშიანის წინაპრები სომხების გენოციდის გამო, ამერიკაში გაიქცნენ, მაგრამ კიმ კარდაშიანს არა ერთხელ წარმოუჩენია მისი
სომეხთა გენოციდის აღიარებისთვის ის აშშ-ს მთავრობასა და პრეზიდენტს დაუკავშირდა. 2015 წელს ერევანსაც ეწვია. ამავე წელს იერუსალიმში სომხურ უბანს ესტუმრა. სომხური სამოციქული ეკლესიის ტრადიციების მიხედვით აქ მონათლა ქალიშვილიც.
კიმის მამა, რობერტ კარდაშიანი აშშ- ში ცნობილი ადვოკატი გახლდათ. კიმის გარდა ოჯახში კიდევ 3 ბავშვი იზრდებოდა: ქალიშვილები - კორტნი და ქლოე, ასევე ვაჟი - რობი. რობის დაბადებიდან 2 წლის შემდეგ ცოლ-ქმარი ერთმანეთს გაეყარა. რობერტ კარდაშიანი 2003 წელს გარდაიცვალა.
კიმის ოჯახი, მამის გარდაცვალებამდე...
1991 წელს კიმის დედა ოლიმპიურ ჩემპიონს, ბრიუს ჯენერს გაჰყვა ცოლად. მათ კიდევ 2 ქალიშვილი შეეძინათ.
2015 წელს ეს ქორწინებაც სკანდალით დასრულდა. ბრიუსმა სქესი შეიცვალა და დღეს კეიტლინად მოიხსენიება.
2000 წელს კიმ კარდაშიანი ცოლად მუსიკალურ პროდიუსერს - დეიმონ ტომასს გაჰყვა. ეს ქორწინება 2004 წელს დასრულდა. ჯერ კიდევ ქორწინებაში მყოფი კიმი ფერადკანიან რეპერ - რეი ჯეის ხვდებოდა.
კარდაშიანი ცოლად მუსიკალურ პროდიუსერს - დეიმონ ტომასს გაჰყვა
კიმი აშშ-ში 2007 წელს გახდა პოპულარული. ამ წელს კიმი და მისი ოჯახი რეალითი-შოუს "კარდაშიანების ოჯახის" მონაწილეები გახდნენ. დღესდღეობით შოუს მეშვიდე სეზონია გამოსული.
2007 წელს კიმ კარდაშიანი ჟურნალ Playboy-სთვის გაშიშვლდა. კარდაშიანის ფოტოებით აჭრელებული Playboy, ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი ჟურნალი გახდა.
კიმ კარდაშიანის 2007 წლის Playboy-ს მონაცემები: სიმაღლე - 157,5 სმ; წონა - 53 კგ; მკერდის გარშემოწერილობა -93,5 სმ; წელი - 66სმ; თეძოები -99სმ.
2008 წელს კიმმა თავი კინოშიც გამოსცადა, ფოტომოდელადაც იმუშავა. 2011 წელს კი მომღერლის ამპლუაში მოგვევლინა, თუმცა მხოლოდ ერთ სიმღერას დასჯერდა.
ცოლად გაჰყვა კრის ჰამფრისს
ამის პარალელურად კარდაშიანმა საკუთარი სუნამო, გასარუჯი კრემები, სამკაულების კოლექცია და
ტანსაცმლის ხაზიც გამოუშვა.
2010 წელს შიშველი გადაიღეს ჟურნალ „W Magazine“- თვის.
2010 წელს კიმმა 6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა (ფულის 10% საქვლმოქმედო ფონდში გადარიცხა) და
რეალითი-შოუს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა.
2011 წელს კიმი მეორედ გათხოვდა, ცოლად გაჰყვა კრის ჰამფრისს. თუმცა წყვილი მალევე განქორწინდა.
2013 წელს კარდაშიანი ხვდება კეინი ვესტს. ამავე წლის 15 ივნისს მისგან ქალიშვილი შეეძინა. ქალიშვილის სახელი ითარგმნება, როგორც "ჩრდილოეთი", მამის გვარი კი, როგორც "დასავლეთი", საბოლოოდ კი "ჩრდილო-დასავლეთი" გამოდის. 2014 წლის 24 მაისს კარდაშიანმა და ვესტმა ოფიციალურად იქორწინეს.
2015 წელს ცნობილი გახდა, რომ კიმი კვლავ ფეხმძიმედაა და ბავშვი დეკემბერში დაიბადება.
2014 წლის სექტემბერში, კარდაშიანი კვლავ სკანდალის ეპიცენტრში მოხვდა. ჰაკერებმა მისი ინტიმური სელფები გამოააშკარავეს.
კარდაშიანის სავსე ფორმები ყოველთვის იწვევდა ეჭვს - ბუნებრივია თუ პლასტიკური ქირურგიის შედეგი. კარდაშიანი ამტკიცებს რომ ყველაფერი ბუნებრივი აქვს და ახალგაზრდობის ფოტოებიც საჯაროდ გამოაქვეყნა.
ანა ვერძაძე