ნარკოკლინიკა ქალაქ იშიმბაიში მდებარეობს და მას მერე, რაც პაციენტებმა იჩივლეს წამებისა და მკურნალობის უკანონო მეთოდების გამო, კლინიკა დროებით დაიკეტა.
სამედიცინო ცენტრ ''ნავიგატორის'' პაციენტებთან სასტიკი მოპყრობის შესახებ ინფორმაცია ადრეც გავრცელდა. მაგნიტოგორსკის 29 წლის მცხოვრები ინა მასმედიასთან ჩიოდა, რომ ქმრის მოთხოვნით მას ძალით ამყოფებდნენ ნარკოდისპანსერში. მისი
ინა მეორედ გაქცევის მცდელობის შემდეგ საერთოდაც ნამდვილ კუბოში ჩასვეს, მერე გამოიგლოვეს, ყვავილებით შეამკეს და მიწაშიც ჩამარხეს. გოგონამ მაინც მოახერხა გამოქცევა და სასამართლოშიც იჩივლა კლინიკის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ.
ინას ''ამბოხების'' შემდეგ კიდევ ერთმა ყოფილმა პაციენტმა ამოიღო ხმა, რომელიც გასულ ზამთარს გაქცეულა კლინიკიდან ორ სხვა პაციენტთან ერთად. სახლამდე მისულმა მამას უამბო, რომ მიცვალებულივით კუბოში აწვენდნენ და მარხავდნენ.
ცნობისათვის, კლინიკაში ყოფნის ერთი თვე 35 ათასი რუბლი ღირს (დაახლოებით ათასი დოლარი).
ამჟამად პროკურატურა ამოწმებს კლინიკაში პაციენტების ყოფნის კანონიერებას. მერე კი საქმეში სხვა ექსპერტებიც ჩაერთვებიან და გაარკვევენ, რამდენად შესაძლებელია ნარკომანიის განკურნება ასეთი რადიკალური მეთოდებით. თვით კლინიკის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ ''დაკრძალვის'' მეთოდიკა იმისთვის არსებობს, რათა პაციენტმა იგრძნოს, რა ელის, თუ კვლავ გააგრძელებს ნარკოტიკების მიღებას.
ჟურნალი ''რეიტინგი''