ახალმმა მხატვრულმა ფილმმა "სიყვარული შენ გგავს" ისინი კიდევ უფრო დააახლოვა.
"ბურაქის გვერდით ვისვენებ" -ამბობს ფაჰრიე.
ფაჰრიე ევჯენი და ბურაკ ოზჩივიტი პირველად სერიალ "ნარჩიტაში" გამოჩნდნენ, თუმცა ბურაქმა ჯერ კიდევ მანამდე დაიპყრო მილიონობით
ეკრანზე გათამაშებული ფერიდესა და კამრანის საოცარი სიყვარული, მოულოდნელად ბურაქისა და ფაჰრიეს რეალურ სიყვარულად იქცა.
ფილმის "სიყვარული შენ გგავს" პრემიერაზე წყვილმა ერთად ყოფნა საჯაროდ აღიარა. ფილმმა კი პირველივე კვირაში რეკორდი მოხსნა.
საინტერესოა ისიც, რომ ფილმში ფაჰრიემ სიმღერა თავად შეასრულა და აღმოჩნდა, რომ მსახიობს სიმღერაც ძალიან კარგად გამოსდის. თუმცა კინოდან წასვლას მაინც არ გეგმავს.

ფაჰრიე ჩემთვის შთაგონების წყაროდ იქცა
"სიმღერა - ჩემთვის მხოლოდ მცირედი სიხარულია. თუ სცენარი მოითხოვს, შემიძლია ფილმში ვიმღერო, მაგრამ ამაზე მეტი არა. ვაღმერთებს ჩემს სამუშაოს, სხვა დანარჩენი კი უბრალოდ უმნიშვნელოა" - ამბობს ფაჰრიე.
ფილმში ბურაქი მეთევზე ალის როლს თამაშობს. გარდა ამისა პროდიუსერი და ერთ-ერთი სცენარისტია.
"ცხოვრებაში თითოეული ჩვენგანი სიყვარულს ეძებს. ეს გრძნობა ყველა პრობლემასა და მწუხარებას გვავიწყებს. სულ სხვა სამყაროში მივყავართ , სადაც მხოლოდ ნათელი და დიდი სიხარულია.
მფრინავ პეპლებად გვაქცევს. მე და ფაჰრიე სწორედ ამ შეგრძნებებისა და ატმოსფეროს გადმოცემას ვცდილობდით ფილმში. ფაჰრიე ჩემთვის შთაგონების წყაროდ იქცა და ვფიქრობ, მაყურებელი აუცილებლად გაიგებს გრძნობას, რომელმაც გადაღებების დროს მე და ფაჰრიე მოგვიცვა.
სცენარი სპეციალურად ფაჰრიესთვის დაიწერა. გადაღებებისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მის პროფესიონალიზმში. არ სჭირდება რაიმეს მითითება. ჩვენსგან საუკეთესო წყვილი შედგა, როგორც ფილმში, ისე ცხოვრებაში" - ადასტურებს ოზჩივიტი.
ფაჰრიე: - "ბურაქის გვერდით თავს დაცულად ვგრძნობ. გადაღებებზე შესვენებებისას მის გვერდით შემიძლია კარგად დავისვენო, ძალიან ვმშვიდდები".
ანა ვერძაძე