1. პლიაჟზე სექსი კანონით ისჯება
თუ ვინმე დაგინახავთ, შეიძლება პოლიციაში გადარეკოს. ან სოლიდური თანხით დაგაჯარიმებენ, ან რამდენიმე დღეს გისოსებ მიღმა გაატარებთ.
2. სანაპიროზე სექსი არაჰიგიენურია
თუ თავს არ იცავთ ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომ პარტნიორისგან რომელიმე დაავადება გადაგედებათ, თუმცა სანაპიროზე ეს რისკი იზრდება. არც ზღვის ბაქტერიებისგან ხართ დაცული. გაითვალისწინეთ, რომ ზღვაში/ტბაში/ ოკეანეში შარდავენ, აფურთხებენ, რომელიმე ცხოველმა შეიძლება წყალთან
3. პლიაჟზე სექსი მტკივნეულია
შეიძლება ქვიშა თვალებში შეგეყაროთ, სასქესო ორგანოს მეშვეობით ორგანიზმში მოხვდეს და გეტკინოთ. ქვიშაში სხვადასხვა პოზის მიღებაც არაკომფორტულია. თუ სექსი შუადღეს გაქვთ, მზე დაგწვავთ.
4. წყალი ჩამორეცხავს საშოს სისველეს
წყალი (სულ ერთია მარილიანია თუ მტკნარი) ჩამორეცხავს ლუბრიკანტს ან ბუნებრივ სისველეს, რის გარეშეც სექსი არასასიამოვნოა და ორგაზმი რთულად მიიღწევა.
5. ქვიშა სავსეა უხილავი ნაწილაკებით
შეიძლება სექსის შემდეგ აღმოაჩინოთ, რომ დაიკაწრეთ ან ღრმა ჭრილობა გაქვთ. ქვიშა სავსეა ბოთლების ნატეხებით, სამწუხაროდ, მათი დანახვა ძალიან რთულია როგორც ღამით, მთვარის შუქზე, ასევე დილას.
6. თქვენი დრო ლიმიტირებულია
სექსი პლიაჟზე ყველაზე სწრაფ სექსუალურ აქტად ითვლება. დაძაბული ხარ, გეშინიათ რომ ვინმე დაგინახავთ, სველი ქვიშა კანზე გეწეპებათ და პარტნიორზე კონცენტრირების საშუალებას არ გაძლევთ.
რადა მახარაძე