27 აგვისტო, 2015
ინდური სერიალის ვარკვლავის სკანდალური განცხადება - "მე არ შევირთავ ცოლად მსახიობს და ქალს, რომელიც მუშაობს..."
სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და გათხოვილი ქალებიც კი ჩემზე არიან შეყვარებული ანას რაშიდი - ცნობილი ინდოელი მსახიობი. მან ბევრ სერიალში განასახიერა სხვადასხვა როლი. ყველაზე წარმატებული როლი კი სურაჯ რათხის პერსონაჟი აღმოჩნდა, სერიალიდან "დინასტია".

ანას რაშიდი 1980 წლის 31 აგვისტოს მალერკოტლა, ფუნჯაბში დაიბადა. ის კონსერვატორულ, მუსულმანურ ოჯახში აღიზარდა. ფლობს არაბულ ენას. ბიძა სპარსეთის დეპარტამენტის უფროსია, ამიტომ კარგად ესმის სპარსულიც. ის ოჯახის უფროსი ვაჟია, ჰყავს ორი ძმა და ორი და.

პერსონალური პროფილი

სახელი: ანას რაშიდი

დაბადების თარიღი: 1980
წლის 31 აგვისტო

ზოდიაქო: ქალწული

განათლება: ფსიქოლოგია

ეროვნება: ინდოელი

რელიგია: ისლამი

საქმიანობა: მოდელი/მსახიობი

სტატუსი: დასაოჯახებელი

საყვარელი ფერი: ყვითელი და თეთრი

2012 წელს მან მოიგო „The Shining Star Award", სერიალისთვის "დინასტია".

ამ სერიალმა მას დიდი პოპულარობა მოუტანა. ახალგაზრდა გოგონები ტელეფონზეც კი ურეკავენ.

"სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და გათხოვილი ქალებიც კი ჩემზე არიან შეყვარებული. ჩემს ნომერს პოულობენ და ხანდახან ტელეფონზეც მირეკავენ. დავიბენი, არ ვიცი რომელზე დავქორწინდე" - ხუმრობით ამბობს 35 წლის მსახიობი, რომელიც ტელევიზიაში მსახიობ რატი პანდეის რეკომენდაციით მოხვდა.

ამბობდნენ - რატისა და ანას სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებთ, თუმცა რაშიდი ყველაფერს უარყოფს და ამბობს, რომ ისინი მხოლოდ მეგობრები არიან, ხალხის აზრი კი უბრალოდ არ აინტერესებს.

ანას რაშიდი ამბობს, რომ ცოლად მსახიობს არასდროს მოიყვანს : "ჩემი აღმზრდელობითი ტრადიცია და გარემო სადაც გავიზარდე არ მაძლევს ამის უფლებას. დედაჩემი ბურქა იყო. აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება ჩემი ცოლი ტელეეკრანზე გამოჩნდეს? ეს არ იქნება სწორი საქციელი. მე არ შევირთავ ცოლად მსახიობს და ქალს, რომელიც მუშაობს" - ამტკიცებს რაშიდი.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნი-ნია
შენღა აკლიხარ ცეცხლზე ნავთის დამსხმელად ქართველებს!არ მოიყვან და .......ეგ მადარდე ეხლა:) ეს ვინაა საერთოდ?
14:33 / 16-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS