2009 წელს ფაჰრიე ევჯენი ბოსფორის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე აგრძელებს სწავლას, თუმცა სერიალის "სტამბოლის ცა" - გადაღებებმა, აიძულა სწავლა გადაღებების დასრულებამდე შეეწყვიტა. 2013 წელს ევჯენმა მთავარი როლი მიიღო სერიალში "ნარჩიტა". ამას მოჰყვა როლი სერიალში "ქურთ სეიდი და შურა".
2014 წელს ფაჰრიე მთავარ როლზე დამტკიცდა, ფილმში "სიყვარული შენ გგავს", სადაც მისი გმირი ბურაქ ოზვინჩის პერსონაჟზეა შეყვარებული.

ფაჰრიე ევჯენის პირადი ცხოვრება
სერიალში "შენ ჩემი სახლი ხარ" გადაღებებისას, ფაჰრიემ თურქი მსახიობი და მომღერალი ოზჯან დენიზი გაიცნო. წყვილი ერთმანეთს ხვდებოდა. პრესა მოახლოებულ ქორწილზეც ალაპარაკდა, თუმცა 2013 წელს წყვილი მოულოდნელად დაშორდა, ამის მიზეზი 41 წლის ოზჯან დენიზის ახალი გატაცება, 20 წლის მოდელი ბუსე ნარჯი აღმოჩნდა.
ფაჰრიე ევჯენი კვლავ კარიერულ წინსვლაზე ზრუნავს, აგრძელებს სწავლას და მეგობრებთან ერთად ერთობა. მისი თქმით ამჟამად ოჯახის შექმნაზე სულაც არ ფიქრობს.
ანა ვერძაძე