01 აგვისტო, 2013
პრინცი უილიამი: ''ჩემს შვილს ჩემზე მეტი თმა აქვს და, საბედნიეროდ, კეიტს ჰგავს!''
ახალდაბადებული ბავშვი დღესდღეობით მესამე ადგილზეა მემკვიდრული ხაზით - მან უკვე გადაანაცვლა უილიამის ძმა ჰარი მეოთხე ადგილზე.
მსოფლიომ უკვე იხილა ბრიტანეთის მონარქის შთამომავალი. საზოგადოება ჯერ კეიტის ორსულობას ადევნებდა თვალს, მერე - მის მშობიარობას ელოდა, ამას კი მოჰყვა მოლოდინი, როდის გამოეწერებოდა სამშობიაროდან. და აი, ეს დღეც დადგა.

პრინცმა უილიამმა და მისმა ცოლმა მილიონობით თაყვანისმცემელს იმედები არ გაუცრუეს და წმინდა მარიას კერძო ჰოსპიტლიდან გამოსულებმა არა მხოლოდ ბავშვი აჩვენეს ჟურნალისტებს, არამედ შეკითხვებზეც უპასუხეს.

კეიტი მშვენიერ ფორმაში იყო, როგორც ყოველთვის,
ღიმილიანი და გულისხმიერი.

- ეს ძალიან ამაღელვებელი იყო, - თქვა კეიტმა, - ნებისმიერმა მშობელმა იცის, რა გრძნობაა ეს.
პრინცი უილიამი უფრო მჭევრმეტყველი აღმოჩნდა:
- ის დიდი ბიჭია, საკმაოდ მძიმე. ჯერ კიდევ ვფიქრობთ მის სახელზე. ისე, მას თავზე გაცილებით მეტი თმა აქვს, ვიდრე მე. და, საბედნიეროდ, კეიტს ჰგავს.
- არა, არა, მე არ ვარ ამაში დარწმუნებული, - ღიმილით გააპროტესტა კეიტმა ქმრის სიტყვები.

ახალდაბადებული ბავშვი დღესდღეობით მესამე ადგილზეა მემკვიდრული ხაზით - მან უკვე გადაანაცვლა უილიამის ძმა ჰარი მეოთხე ადგილზე.

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
:)
ბრიტანელებს რომ იუმორის გრძნობა აქვთ ტყუილია:D
18:52 / 01-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლილია
ძაან საყვარელი წყვილი არიან ვულოცავ პატარას გაზრდას!♥
14:54 / 01-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS