18 აგვისტო, 2015
10 ფსიქოლოგიური ხერხი, როგორ აიძულოთ სხვები - შეგიყვარონ
1. გაცინებისას ადამიანი, ინსტიქტურად უყურებს მეგობარს და მხარდაჭერას ელის. იმაზე დაკვირვება თუ როგორ იქცევიან საზოგადოებაში, მიგანიშნებთ, როგორ უნდა მოექცეთ ერთმანეთს სინამდვილეში;

2. ადამიანთან ურთიერთობისას, მის ფეხსაცმელს დააკვირდით. თუ მისი წინდები, თქვენკენაა მომართული, ეს იმის ნიშანია, რომ თქვენს გვერდით თავს კომფორტულად გრძნობს;

3. პირველ პაემანზე პარტნიორი აუცილებლად საინტერესო და დასამახსოვრებელ ადგილას დაპატიჟეთ. კარგი ემოციები ყოველთვის თქვენს თავს გაახსენებს;

4. როცა ვინმეს პირველად ხვდებით, ეცადეთ მისი თვალის ფერი დაიმახსოვროთ. ამისთვის მასთან თვალებით ხშირი კონტაკტი დაგჭირდებათ. ეს სანდო ურთიერთობის საწყისია;

5. თუ გრძნობთ,
რომ ვიღაცას საზოგადოებაში, თქვენი მისამართით ცუდის თქმა სურს, მიუჯექით რაც შეიძლება ახლოს - ეს გაანადგურებს მის თავდაჯერებულობას. ან გაჩუმდება, ან მაინც იტყვის სათქმელს, მაგრამ უფრო მსუბუქად;

6. გასაუბრებისას წარმოიდგინეთ, რომ ინტერვიუერი თქვენი საუკეთესო მეგობარია. ეს თავდაჯერებულობას გმატებთ;

7. თუ ადამიანს პირველად ხვდებით, საუბრისას არ გამოიყენოთ შემდეგი ფრაზები: "მე ვფიქრობ"; "ასე მგონია" და ა.შ. ეს მის თვალში უსუსურ და რწმენა დაკარგულ პიროვნებად გაქცევთ;

8. სიცილი ადამიანს აბედნიერებს. რაც მეტს იცინით, წარმატების შანსიც მეტია;

9. ადამიანები ვერ ამჩნევენ თქვენს ყველა გარეგნულ ნაკლს. გარშემომყოფების აზრით 40 % -ით მეტად ლამაზი ხართ, ვიდრე თავად გგონიათ;

10. გსურთ თავი მოაწონოთ სიმპათიურ ადამიანს? მაშინ თამამად და ემოციურად გამოხატეთ სიხარული მასთან შეხვედრისას.

ანა ვერძაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS