14 აგვისტო, 2015
6 ფაქტი, რომელიც მხოლოდ მასწავლებლებმა იციან და ახლა თქვენც გაიგებთ!
ადრე ეგონათ, რომ მასწავლებლები საპირფარეშოში არ დადიოდნენ და არ იკვებებოდნენ... მართალია, მასწავლებელთან დაკავშირებით მისტიკური სტერეოტიპი დაიმსხვრა, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება ფაქტები, რომელიც შეძლება არ იცოდეთ.

1. ისინი ვერ ერთობიან სკოლის საღამოებზე

მასწავლებლებს არ იზიდავთ გართობის აქტიური საშუალებები. ხმაურიან ადგილებში ცეკვას სახლში ტელევიზორის წინ ჯდომა და ღვინის მოწრუპვა ურჩევნიათ. სკოლის საღამოებს ვალდებულების გამო ესწრებიან და ერთი სული აქვთ შინ როდის დაბრუნდებიან.

2. ძალიან ბევრ ყავას სვამენ

ყავა მათთვის ჰაერივითაა. მასწავლებლები გამუდმებით გონებით მუშაობენ, რაც ფიზიკურ დატვირთვაზე არა ნაკლებ
დამღლელია. რვეულების გასწორება, მომავალი გაკვეთილისთვის მომზადება, სახლში მოსული მოსწავლეების მეცადინეობა - ეს ყველაფერი ენერგიას მოითხოვს, ენერგიის წყარო კი კოფეინია.

3. აფასებენ ახალგაზრდულ იუმორს

მასწავლებლები არაჩვეულებრივად არჩევენ ერთმანეთისგან შავ და თეთრ, გემოვნებიან და უგემოვნო ხუმრობებს. ისინი იუმორის ძალასაც აღიარებენ. იუმორი საუკეთესო მოტოვატორია და მოსწავლეს ახალი ინფორმაციის ადვილად ათვისებაშიც ეხმარება.

4. პედაგოგებს უყვართ ფილმები მასწავლებლებზე...

თუ მასწავლებელს ჰკითხავთ რომელი ფილმები უყვარს, ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მაინც იქნება პედაგოგზე. ისინი პატივს სცემენ იმ რეჟისორებს, რომლებიც მასწავლებლის ღვაწლს აფასებენ.

5. მასწავლებლებს არასდროს სძინავთ გემრიელად

პედაგოგის ორგანიზმი მოწყობილია საათივით, რომელიც დილის შვიდ საათზე რეკავს... დასვენების დღეებშიც კი სამუშაო რეჟმით ცხოვრობენ. კვირას, როცა ოჯახის ყველა წევრს გვიანობამდე სძინავს, მასწავლებელი უთენია დგება...

6. მათ სძულთ როცა ეუბნებიან: ,,ძალიან მაგარი სამსახური გაქვს, ზაფხულში 2 თვე ისვენებ!"

მასწავლებლები აცნობიერებენ თავიანთი პროფესიის დადებით და უარყოფით მხარეებს... ექიმმა, ინჟინერმა, ბუღალტერმა ან ჟურნალისტმა კი არ იცის, რომ პედაგოგს სასწავლო წლის დამთავრების შემდეგაც უწევს სკოლაში სიარული და მუშაობა.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS