რამდენიმე წლის წინ ადამიანები არა თუ Facebook-ის, არამედ კომპიუტერის გარეშეც არაჩვეულებრივად გრძნობდნენ თავს. როგორ გგონიათ რა შეიცვლება თქვენს ყოველდღიურობაში თუ სოციალურ გვერდს გააუქმებთ? ამ კითხვაზე პასუხი სოციოლოგებმა და ფსიქოლოგებმა
1. თქვენი ტვინი გამოცოცხლდება
როდესაც Facebook-ზე ხართ მიჯაჭვული სამყაროში მიმდინარე ბევრ მნიშვნელოვან მოვლენას ან სასიამოვნო წვრილმანს ვერ ამჩნევთ. შეიძლება თქვენს ძაღლს შიოდეს ან გასეირნება უნდოდეს, თქვენ კი პოსტებს ვერ წყდებოდეთ. მაშინაც კი როცა წვეულებაზე ან კონცერტზე ხართ არ გამოდიხართ ინტერნეტიდან და ვირტულაურ სამყაროში რჩებით, ვეღარ ეცნობით საინტერესო ადამიანებს, ვერ ერთვებით სოციალურ აქტივობებში. როგორც კი სოციალურ გვერდს გააუქმებთ ცხოვრება თავისი მრავალფეროვნებით გადაგეშლებათ თვალწინ.
2. სწორად გადაანაწილებთ დროს
მუშაობისას ფიქრობთ: 5 წუთით შევირბენ FB-ზე, რა დაშავდება? მაგრამ ეს 5 წუთი 2 საათად იქცევა ხოლმე. დრო ისე მიფრინავს, რომ ვერც ატყობთ. სამუშაოსთვის ნაკლები დრო გრჩებათ, შესაბამისად უხარისხოდ ასრულებთ დავალებას.
3. გაიგებთ ვინ არის თქვენი ნამდვილი მეგობარი
ინტერნეტში მეგობრის გაჩენა ძალიან ადვილია. თქვენს გასახარებლად საკმარისია ფოტო დაგიკომენტარონ ან მოგიწონონ. ხელის მარტივი მოძრაობებით იქმნება ილუზია, რომ ვიღაც თქვენს სიხარულს იზიარებს. ერთ დღეს, როცა სოციალურ გვერდზე აღარ შეხვალთ, აღმოაჩენთ რომ მეგობრების უმეტესობა უბრალოდ გაქრა... რეალობა ნამდვილი მეგობრების პოვნის საშუალებასაც გაძლევთ.
4. თქვენს ცხოვრებას აზრი მიეცემა...
მსოფლიო მრავალფეროვანია. ყოველთვის ასრებობს ის, რისი ნახვაც შეიძლება... ის რაც გაგაბედნიერებთ... ის რაც გაგაოცებთ... განცდა იმისა, რომ წლებმა მძაფრი ემოციებისა და მოგონებების გარეშე ჩაიარა, სიბერეს გაგიმწარებთ. დაათვალიერეთ ქალაქი და ქვეყანა, რომელშიც ცხოვრობთ... იმოგზაურეთ საზღვარგარეთ... ჩამოწერეთ სურვილები და დაიწყეთ მათი ახდენა!
5. აგიმაღლდებათ თვითშეფასება
როდესაც სტატუსს ან ფოტოს დებთ და არავინ ,,გილაიქებთ," საკუთარ აზრში ეჭვი შეგაქვთ ან ფიქრობთ, რომ უშნო ხართ. გეჩვენებათ, რომ ყველა თქვენი ნაცნობი თქვენზე მეტად წარმატებულია. გიჩნდებათ არასრულფასოვნების კომპლექსი.
თათული ღვინიანიძე