12 აგვისტო, 2015
რა აქვეითებს თქვენს სექსუალურ პოტენციას – 9 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ
სექსუალური აქტიურობა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუ 19 წლის ადამიანი პარტნიორისადმი დაუშრეტელ ლტოლვას გრძნობს, ასაკის მატებასთან ერთად ეს მაჩვენებელი იკლებს. თუ თვლით, რომ თქვენი სექსუალური პოტენცია შეცმცირდა აუცილებლად გაეცანით სტატიას.

სექსუალური სურვილების შეკავებას იწვევს:

1. პრობლემები მეორე ნახევართან

ქალებისთვის სექსუალური აქტის დასამყარებლად აუცილებელია მამაკაცთან სულიერი კავშირი. თუ წყვილი ხშირად ჩხუბობს, ურთიერთობაში მუდმივი გაურკვევლობაა, ბუნებრივია რომ სექსუალური სურვილები უკანა
პლანზე გადადის.

2. ალკოჰოლი

შეიძლება სიმთვრალეში ადამიანი უფრო თამამია, მაგრამ ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზა აქვეითებს სექსუალურ პოტენციას. თუ მიდრეკილი ხართ სასმელისკენ,
აუცილებლად მოერიდეთ მას.

3. ძილის ნაკლებობა

თუ ძალიან გვიან წვებით, ადრე დგებით ან ინსომნია გაწუხებთ სექსუალურ ცხოვრებაში შეიძლება პრობლემები შეგექმნათ. არაფერი გეხმარებათ სექსში ისე როგორც კარგად გამოძინება. თუ უძილობას ხალხური მეთოდებით ვერ დაამარცხებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

4. შვილები

შვილების გაჩენის შემდეგ მშობლები გადართული არიან ბავშვების მოვლაზე, ფინანსებზე სხვა ყოფითი პრობლემების მოგვარებაზე. სექსისთვის არც დრო რჩებათ, არც - ენერგია.

5. წამლების სმა

ანტიდეპრესანტები, წნევის წამლები და თავდაცვის საწინააღმდეგო აბები აბრკოლებს ლტოლვას. ზემოთხსენებული მედიკამენტების სისტემატურ მიღების შემთხვევაში ადამიანს სექსის სურვილი იშვიათად უჩნდება.

6. კომპლექსები

ქალებს/კაცებს ხშირად საკუთარი სხეული არ მოსწონთ. რომელიმე ნაწილი ძალიან მსუქანი ან ძალიან გამხდარი ეჩვენებათ. მსგავსი კომპლექსებისას ისინი სექსს გაურბიან, არ სურთ პარტნიორის წინაშე გაშიშვლება.

7. ჰორმონალური დისბალანსი

თუ ქალის სხეულში მამაკაცის ჰორმონია მომატებული, კაცის სხეულში კი ქალის, მათ საპირისპირო სქესისადმი ლტოლვა უნელდებათ. ჰორმონალური დისბალანსის მკურნალობა ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი.

8. დეპრესია

დეპრესიული ადამიანი ზოგადად სიამოვნებას ვერ ღებულობს, არა მარტო სექსისგან, არამედ ჭამისგან ან იმ საქმიანობისგან, რომელიც ადრე აბედნიერებდა.

9. ერთი და იგივე პოზა

სექსში აუცილებელია მრავალფეროვნება. მხოლოდ მისიონერულ პოზა წყვილს მალევე ბეზრდება.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS