31 ივლისი, 2013
ფეხბურთელები სამუდამოდ მოკვეთეს 79:0 ანგარიშის გამო
ნიგერიის ფეხბურთის ფედერაცია იმასაც ''იმუქრება'', რომ ამ მატჩებში მონაწილე ფეხბურთელების, მსაჯების სახელებსა და ფოტოებსაც გამოაქვეყნებს.
ნიგერიის საფეხბურთო ფედერაციამ სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა სამოყვარულო ლიგის იმ ორი მატჩის ყველა მონაწილეს, რომლებიც დამთავრდა ანგარიშით 79:0 და 67:0. კლუბები, რომლებიც თამაშში მონაწილეობდნენ, ათი წლით არიან დისკვალიფიცირებულნი.

ნიგერიის ფეხბურთის ფედერაცია იმასაც ''იმუქრება'', რომ ამ მატჩებში მონაწილე ფეხბურთელების, მსაჯების სახელებსა და ფოტოებსაც გამოაქვეყნებს.

ბოლო ტურის მატჩებამდე გუნდების მაჩვენებლები თანაბარი იყო და კლასში ის კლუბი იწევდა წინ, რომელიც თავის მატჩს უფრო დიდი
ანგარიშით მოიგებდა, თუმცა საბოლოოდ მატჩები გაუგონარი შედეგით დასრულდა.


ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS