31 ივლისი, 2013
არქეოლოგებმა ბიბლიური დავითის სასახლე იპოვეს
მეფე დავითი ისრაელის მეორე მეფე და ბრწყინვალე ბიბლიური ფიგურა იყო. მას თაყვანს სცემენ მორწმუნე იუდეველები, ქრისტიანები და ისლამისტებიც კი.
ებრაელმა მეცნიერებმა ლეგენდარული დავით მეფის რეზიდენცია აღმოაჩინეს. ბიბლიური მეფე ჩვენს ერამდე X საუკუნეში მმართველობდა. გათხრები ძველ ნაქალაქარ ჰირბატ-კიაფაში მიმდინარეობდა და სწორედ იქ იპოვეს ბიბლიური ქალაქ შაარაიმის ნანგრევები. ასევე აღმოაჩინეს ორი დიდებული საზოგადოებრივი ნაგებობა - სასახლე და საწყობი, რომელიც ჩვენს ერამდე X საუკუნეს მიეკუთვნება.

ეს უნიკალური აღმოჩენა იმის მტკიცებულებაა, რომ იმ დროისთვის იუდეა ძლიერი სახელმწიფო იყო, მის
მმართველს კი ათასამდე კვადრატული მეტრის ფართობის სასახლე ჰქონდა. აღმოაჩინეს ლითონის, კერამიკისა და ქვის არტეფაქტები, მათ შორის ეგვიპტური ფუფუნების ნივთები. იპოვეს ის გზაც, სადაც დავითისა და გოლიათის ლეგენდარული ორთაბრძოლა გაიმართა.

მეფე დავითი ისრაელის მეორე მეფე და ბრწყინვალე ბიბლიური ფიგურა იყო. მას თაყვანს სცემენ მორწმუნე იუდეველები, ქრისტიანები და ისლამისტებიც კი.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნინია
ძალიან საინტერესოა!ეს აღმოჩენაა!ბევრი რამ წამიკითხავს მის შსახებ.მისი ფსალმუნები ხომ სულის ნუგეშია.გმადლობთ.უფრო დაწვრილებით რომელ საიტზე ვნახოთ?სურათებიც საინტერესო იქნება.გმადლობ!
17:06 / 31-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS