ამ დროს ადამიანებს მერკური მფარველობს. ეს ადამიანები კარგი მოსწავლეები არიან სკოლასა და უნივერსიტეტში. აქვთ კარგი ორგანიზატორული და ანალიტიკური უნარი. ხშირად ასაკზე უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან. სასიყვარულო ურთიერთობებში ან ძალიან გახსნილები არიან, ან პირიქით, ზედმეტად ჩაკეტილები.
02 : 00 – 04 :00
ამ დროს დაბადებული ადამინები ვენერას მფარველობის ქვეშ არიან. ძალიან კარგად გამოსდით ფულთან ურთიერთობა, საოცრად შრომისმოყვარეები არიან და უყვართ კომფორტი. აღმერთებენ ხელოვნებასა და მუსიკას. მიჰყვებიან მოდას. სიყვარულში ერთგულებასა აფასებენ.
მათ მარსი მფარველობს. არიან გამორჩეულები.ხანდახან აგრესიულებიც, თუმცა მათთან არასდროს მოიწყენთ. სიყვარულში ძლიერი ადამიანი სჭირდებათ. კარიერაში ხშირად აღწევს დიდ წარმატებებს.
06 : 00 – 08 : 00
ამ ადამიანებს ნეპტუნი მფარველობს. ისინი უმეტესად ძალიან რელიგიურები არიან. გამოირჩევიან ღრმა სულით, ესმით ყველასა და ყველაფრის. უჭირთ შესაფერისი პროფესიის არჩევა. სიყვარულში ხშირად უშვებენ დაუფიქრებელ შეცდომებს.
08 : 00 – 10 : 00
ურანია მათი მფარველი. ძალიან სასიამოვნო და მეგობრული ადამიანები არიან. ნებისმიერ კომპანიაში არაფორმალური ლიდერები ხდებიან. ჰყავთ ბევრი მეგობრები და ყოველთვის სიმართლის მხარეს დგანან.
10 : 00 – 12 : 00
ამ ადამიანებს სატურნი მფარველობს. საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ. კარიერაში ძალიან წარმატებულები არიან, თუმცა პირად ცხოვრებაში მარტოსულები, რადგან მთელ დროს სამსახურს უთმობენ. სიყვარულში სტაბილურები და ყურადღებიანები არიან.
12 : 00 – 14 : 00
ამ დროს დაბადებულებს იუპიტერი მფარველობს. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს ადამიანები ცუდი მოსწავლეები, მაგრამ შესანიშნავი პედაგოგები არიან. ხშირად ეკითხებიან აზრს. ადვილად შეუძლიათ პროფესორობა. სიყვარულში არაორდინალირ და ეგზოტიკურ ადამიანებს არჩევენ.
14 : 00 – 16 : 00
მათ პლუტონი მფარველობს. შეუძლიათ სხვების გამხნევება და გვერდში დგომა. ხშირად წინასწარ გრძნობენ რა იქნება მომავალში. სიყვარულში უპირატესობას სექსიუალურ პარტნიორს ანიჭებენ, რადგან თვითონაც ძალიან სექსუალურები არიან. სამსახურში ყველა მათთან სიახლოვეს ცდილობს.
16 : 00 – 18 : 00
ამ ადამიანებს ვენერა მფარველობს. გარშემომყოფების თვალში ეს ადამიანები ძალიან მიმზიდველად გამოიყურებიან. მათ ან ძალიან უმართლებთ ან წარუმატებლები არიან. არიან რომანტიკულები და სიყვარულში ყოველთვის იციან რა ან ვინ სურთ. იდეალური ქმრები და ცოლები ხდებიან.
18: 00 – 20 : 00
ისინი მერკურის მარველობის ქვეშ არიან. მათ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი სამსახურია. ზოგიერთ მათგანს უყვარს დიეტები და სწორი კვება. ყველაფერი იციან წამლებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე. მათ შორის ბევრი ექიმია. შესაძლოა მოთამაშეები ან პროგრამისტები იყვნენ.
20 : 00 – 22 : 00
თვით მზეა მათი მფარველი. გზა ხსნილი აქვთ სცენისკენ. მათი ცხოვრების მთავარი აზრი - ვნება, სიყვარული და შვილებია. დაბადებისთანავე მიისწრაფიან ხელოვნებისკენ. არიან ძალიან მოსიყვარულე ადამიანები. მათ ურთიერთობაში ყოველთვის არის ვნება, პარტნიორად რეჟისორი სჭირდებათ.
22 : 00 – 24 : 00
ამ დროს დაბადებული ადამიანები მთვარის მფარველობის ქვეშ არიან. ყველას მიმართ მზრუნველობას იჩენენ და კარგად ესმით სხვების. ადამინებზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ოჯახი მათთვის სიწმინდეა. ისეთი ოჯახის შექმნა სურს, სადაც ლიდერი თვითონ იქნება.
ანა ვერძაძე