30 ივლისი, 2013
მილიარდერ ფილმთა კლუბი
''ჰობიტმა'' მოლოდინს გადააჭარბა და სწორედ ამიტომაც შეუერთდა მილიარდდოლარიანი შემოსავლის მქონე ფილმთა 15-ეულს, 1 001 400 000 დოლარით. რეიტინგის მე-14 პოზიცია დაიკავა ''ბნელი რაინდის'' პირველმა ნაწილმა თუკი ფილმის შემოსავალი მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბებს, ის შესაბამის ''კლუბში'' თავის ღირსეულ ად-გილს მყისვე იმკვიდრებს. პროდიუსერი და რეჟისორი კი, რასაკვირველია, თავის წილ დიდებას იმკიან. დღეს მილიარდერ ფილმთა კლუბის 15-ეულს გაგაცნობთ, რომლის სულ ახალი წევრი ცნობილი რეჟისორის, ''ბეჭდების მბრძანებლ
ის'' კინოტრილოგიის შემქმნელის, პიტერ ჯეკსონის ''ჰობიტია'' . თავის დროზე

თუკი ფილმის შემოსავალი მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბებს, ის შესაბამის ''კლუბში'' თავის ღირსეულ ადგილს მყისვე იმკვიდრებს. პროდიუსერი და რეჟისორი კი, რასაკვირველია, თავის წილ დიდებას იმკიან. დღეს მილიარდერ ფილმთა კლუბის 15-ეულს გაგაცნობთ, რომლის სულ ახალი წევრი ცნობილი რეჟისორის, ''ბეჭდების მბრძანებლის'' კინოტრილოგიის შემქმნელის, პიტერ ჯეკსონის ''ჰობიტია'' .

თავის დროზე ''ბეჭდების მბრძანებელმა'' ჰოლივუდურ კინემატოგრაფში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა, ტოლკიენის 900-გვერდიანი წიგნის კინოში გადატანის იდეამ რეჟისორს უდიდესი აღიარებაც მოუტანა და ''ოსკარების'' ცვენაც.
Rating
მთლიანობაში, სამივე სერიას მასშტაბური ფინანსური წარმატება ჰქონდა და ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ფილმებად იქცა. გარდა ამისა, ყველაზე მძიმედ დაიხუნძლა კინოაკადემიის ჯილდოების თვალსაზრისით. სამივე სერიამ მის შემქმნელებს 30-მდე ნომინაცია და 17 ''ოსკარი'' მოუტანა. ტრილოგიის ბოლო სერიამ, სახელად ''მეფის დაბრუნება'' , 11 ნომინაციიდან 11-ვე დაისაკუთრა და ამით გარკვეულწილად ''ბენ ჰურსა'' და ''ტიტანიკსაც'' შეეჯიბრა.

ვინაიდან ''ბეჭდების მბრძანებელს'' ამხელა რეზონანსი მოჰყვა, მისი პრიკველის ''ჰობიტის'' გამოსვლას პიტერ ჯეკსონის შემოქმედების თაყვანისმცემლები ცოტა სკეპტიკურად უყურებდნენ. მიიჩნეოდა, რომ შესაძლოა, ის, რაც უკვე გამოსულ ტრილოგიაში ასახულ ამბებამდე ხდებოდა, მაყურებელს ნაკლებად დააინტერესებდა, თანაც, ჯეკსონს მისი ხელწერის გამეორების მომლოდინეები, შეიძლება ითქვას, პირდაპირ ხელებში უყურებდნენ, თუმცა ''ჰობიტმა'' მოლოდინს გადააჭარბა და სწორედ ამიტომაც შეუერთდა მილიარდდოლარიანი შემოსავლის მქონე ფილმთა 15-ეულს, 1 001 400 000 დოლარით. რეიტინგის მე-14 პოზიცია დაიკავა ''ბნელი რაინდის'' პირველმა ნაწილმა.

ქრისტოფერ ნოლანისეულმა ''ბეტმენმა'' თაყვანისმცემლების უდიდესი არმია შეიძინა და ეს დაუმსახურებლად არ მომხდარა, ვინაიდან რეჟისორმა სრულიად ახალი ბეტმენი წარმოგვიდგინა თავისი სუსტი ადამიანური მხარეებით და რაც მთავარია, საოცარი უარყოფითი პერსონაჟების გალერეით. მე-13 ადგილი დაიკავა ''ალისამ საოცრებათა ქვეყანაში'' , 1 024 300 000 დოლარით. მე-12 საფეხურზე განთავსდა ''ვარსკვლავური ომების'' პირველი ეპიზოდი, 1 027 000 000 დოლარით. 2011 წელს გამოსულმა ''კარიბის ზღვის მეკობრეების'' სერიამ მაყურებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია და ეს ფინანსურადაც აისახა, ფილმმა შემქმნელებს 1 043 900 000 დოლარი მოუტანა.
Rating
მივადექით საუკეთესო ათეულსაც - მეათე ადგილზე, არც მეტი, არც ნაკლები, მილიარდერი მულტფილმია, ''სათამაშოების ისტორია - მესამე ნაწილი'' , 1 063 200 000 დოლარით. მეცხრე პოზიციაზე ''კარიბის ზღვის მეკობრეების'' კიდევ ერთი სერიაა, 1 066 200 000 დოლარის შემოსავლით. შემდეგ პოზიციაზეა ''ბნელი რაინდის აღზევება'' 1 081 000 000 დოლარით. 2013 წლის ბონდიანას მორიგი სერია, ''სკაიფოლი'' , უნდა ვაღიაროთ, ბონდის ახალ თავგადასავლებს შორის საუკეთესოა, შესანიშნავი ეპიზოდებით, კარგი რეჟისორული ნამუშევრითა და ჰავიერ ბარდემის ჩვეულებისამებრ კარგად განსახიერებული უარყოფითი პერსონაჟით. ზემოთ ჩვენ მიერ უკვე ნახსენები ''მეფის დაბრუნება'' მეექვსე საპატიო ადგილს იკავებს მილიარდერთა შორის.

ახლა ხუთეულის ჯერიც დადგა - მას მეხუთე ადგილით ''ტრანსფორმერები – დედამიწის უკანასკნელი გაბრძოლება'' ხსნის, რომელმაც კინოკომპანიას 1 123 700 000 დოლარი ''ჩაუჯიბა'' . ჯოან როულინგის დაუვიწყარი საგა პატარა ჯადოქარზე, რომელიც ბოროტებასთან ბრძოლაში მაყურებლის თვალწინ გაიზარდა და გამოიწრთო, ყველა ასაკის ადამიანისთვის თანაბრად საინტერესო და მისაღები გახლდათ, თუმცა ყველა ელოდა, როგორ დაასრულებდა როულინგის ჯადოსნური ხელი ''ჰარი პოტერს'' , ალბათ, ამ მოლოდინის გამოც იყო, რომ მილიარდერთა 15-ეულის მეოთხე პოზიციის დაკავების ბედნიერება ხვდა წილად ''პოტერიანას'' ფინალურ სერიას - 1 328 100 000 დოლარის შემოსავლით. ''მარველის'' კომიქსების გმირების ერთად შეყრით კომპანიამ დიდ კომერციულ წარმატებას მიაღწია, ''რკინის კაცი'' , ''თორი'' , ''კაპიტანი ამერიკა'' და სხვა გმირები დიდი ბოროტების დასამარცხებლად გააერთიანა და ''შურისმაძიებლებიც'' შეიქმნა, რომელმაც 1 511 800 000 დოლარი აშოვნინა მის შემქმნელებს.
Rating
ალბათ განსაკუთრებულად გაინტერესებთ, ვინ გაინაწილა მეორე და პირველი ადგილები. მინდა გითხრათ, რომ მილიარდერ კინოფილმთა კლუბის ''პრეზიდენტად'' თავისუფლად შეიძლება მოვნათლოთ რეჟისორი ჯეიმს კამერონი, რომლის ''ტიტანიკმა'' თავის დროზე 2 185 400 000 დოლარი მოიტანა, ხოლო ''ავატარმა'' - 2 782 300 000 დოლარი. მილიარდერ კინოფილმთა სიის სათავესაც სწორედ ''ავატარი'' ლიდერობს, მის შემოსავალს ჯერჯერობით ვერავინ გადააჭარბა. ჯეიმს კამერონისგან კი, ადვილი შესაძლებელია, მომავალში კიდევ ერთი მილიარდერი ფილმიც მივიღოთ...

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS