29 ივლისი, 2015
სექსით დაღლილი კაცობრიობა - ყველაზე საშინელი საიდუმლო, რომელსაც სახალხოდ არავინ აღიარებს...
ეს ალბათ თანამედროვეობის ყველაზე საშინელი საიდუმლოა და იშვიათად ეყოფა ვინმეს გამბედაობა, ამაზე სახალხოდ ისაუბროს. "კმარა შიშველი ხორცი. უკვე აღარ მიზიდავს ქალი, რადგან მათი გახდა აღარ მჭირდება. ინტერნეტთან და ტელევიზორთან მიმსხდარებს, რატომ უყვართ ჩემს სასქესო ორგანოზე შეხება?!

მე ხომ ბევრი სხვა სურვილიც მაქვს. იქნებ პოლიციამ რამე იღონოს ამ გარყვნილების თავიდან მოსაშორებლად. ისინი ხომ ჩემი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას არღვევენ."

თუ მსგავს განცხადებას გააკეთებ, აუცილებლად ჰომოსექსუალად ან უფრო მეტიც, იმპოტენტად მიგიჩნევენ.
მე კი ყველაფერი მწყობრში მაქვს, მამაკაცური
ღირსებაც, სექსუალური ორიენტაციაც და ოჯახის მდგომარეობაც.

მიყვარს ჩემი ცოლი და არა მარტო იმისთვის, რომ ჩემი შვილების დედაა. მიყვარს ქალის ლამაზ სხეულზე ყურება და მოკლე კაბიანი გოგონების დანახვისას შემიძლია გულშეწუხებულმა ამოვიხვნეშო, მაგრამ ცოლი ნამდვილად მკაცრი მყავს და მაშინვე წამიკითხავს მთელ რიგ მორალურ ლექციებს.

ხანდახან სამოგზაუროდ მივდივარ, იქ, სადაც არც ტელევიზორი, ინტერნეტი და არც შიშველი ქალებია. სამაგიეროდ სუფთა ჰაერია, სიწყნარე, ბუნება, ფიზიკური ვარჯიში და ეს სრულებით საკმარისია. არ გიჩნდება სექსის მოთხოვნილების სურვილი.

მამაკაცის აღგზნებასა და ამ სურვილის გაჩენას მხოლოდ ტელეეკრანები და სხვა მონიტორები იწვევს. სადაც რეკლამების უმრავლესობაში ქალის სიმბოლიკასა და შიშველი სხეულების დემონსტრირებას ვაწყდებით.
დღეს ჩვენ სასტიკი დიქტატურის ეპოქაში ვცხოვრობთ. ეს რბილი დუნდულების, დიდი მკერდის, გრძელი ფეხებისა და მოკლე სექსუალური აქტის დიქტატურაა.

თუ ჩვენთვის უსარგებლო რამის მოყიდვა სურთ, იქვე მიაკრავენ ნახევრად შიშველ ლამაზმანს და ჩვენც მაშინვე მის შესაძენად მივიწევთ.

თუ თვეში ერთხელ მაინც რომელიმე ქალს საცვალს არ ხდი, ეს შენს არაკაცობასა და ავადმყოფობაზე მეტყველებს - ამას შთაგვაგონებენ და ჩვენც აუცილებლად გვჯერა.

ექიმის განმარტებით ჯანსაღი სხეულისთვის სწორედ თავშეკავებაა დამახაიათებელი - ეს ქრისტიანული დოგმა კიარა, სამედიცინო ფაქტია. მამაკაცი, რომელიც კარგად ნავარჯიშებია, კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს, ყველაზე ნაკლებად უჩნდება სურვილი ვინმეს ჩაუგორდეს ლოგინში. და დღესდღეობით სპორტსმენები სუსტი სქესის წარმომადგენლებთან ყველაზე თავშეკავებულები არიან.

ძლიერი, მამაკაცური და შემდგარი კაცი სექსისგან კულტს არ ქმნის, არ ხდება მისი მონა. პირიქით, ის ამ ინსტიქტის მმართველი თავად არის და თვითონ წყვეტს რა სურს, ვინ სურს და ყოველშემხვდერთან არ არიგებს. მხოლოდ შეუმდგარი, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სუსტი ადამიანისთვისაა სექსი "ძირითადი ინსტიქტი", ყველგან სიშიშვლე ელანდებათ. მსგავსი მოუწესრიგებელი და უაზრო სექსუალური ცხოვრება - ორმხრივი დეგრადაციაა.

ერთხელ, დიდი ხნის წინ, როცა ჯერ კიდევ თავით აზროვნებდნენ, ერთმა ბრძენმა თქვა: " ადამიანის ორგანიზმში არის ერთი პატარა ორგანო, რომელიც მუდამ მშიერია და თუ მისი დაკმაყოფილება გსურთ, უნდა აშიმშილოთ".

დროა გახდეთ ნამდვილი მამაკაცი.

(რუსი ბლოგერი, chetenko)

თარგმნა ანა ვერძაძემ
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ევრიკა
ძლივს არ ვეღირსე ჭეშმარიტულ გამონათქვამ ინტერნეტში. ოი საოცრებავ!! როგორ მოხდა გარყვნილობის პროპოგანდის ოკეანეში, რომ გაიელვა ჯანსაღმა აზროვნებამ?! ყველაფრის გარდა მეცოდებიან ახალგაზრდები. ინტერნეტის შემყურე და გაშიშვლებული ქალების გარემოცვაში, გადაგვარების გზაზე ადგანანა; თუ დროზე არ აღვადგენთ საზოგადოებაში ქალთა და კაცთა ქცევის ქართველი ერის მიერ საუკუნეებით დადგენილ წეს-ჩვეულებას, მალე ევროპიელებისამებრ ჩვენი გამრავლება აფრო-აზიურ მამაკაცების ხარჯზე მოხდება. აი მაშინ კი ნამდვილად ევროპელები ვიქნებით
09:39 / 30-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS