30 ივლისი, 2013
მოდელი რობინ ლოული: „სულაც არ ვარ პუტკუნა!“
რობინმა სილამაზის თანამედროვე სტანდარტებთან ბრძოლის უჩვეულო მიდგომა აირჩია. ფაქტია, რომ ამ ბრძოლაში უამრავი „ნორმალური“ ზომის ქალი აჰყვება.
სარეკლამო კომპანია „რალფ როლენისთვის“ და პრესტიჟული ჟურნალებისთვის გადაღებები მოდელ რობინ ლოულის ოცნებების ზღვარი არ არის. ამ plus-size მოდელზე მოთხოვნა ასტრონომიულად იზრდება. რობინი თავს არ მიიჩნევს სრულად და ცდილობს შეცვალოს მოდური სამყაროს წარმოდგენა იმ გოგონებზე, რომლებსაც არ აქვთ „იდეალური პარამეტრები“ . მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალების გვერდებსა და პოდიუმებზე სულ უფრო ხშირად ჩნდებიან „არასტანდარტული“ მოდელები, რომლებსაც plus-size-ს უწოდებენ, მოდური სამყარო მაინც
ძირითადად გამხდრებზეა ორიენტირებული.

ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავე საზაფხულო სეზონზეა, როცა მთავარი პრობლემა საცურაო კოსტიუმის შერჩევაა. თუ ე.წ. XS ზომა არ გაქვს, ბიკინის პოვნა, რომელიც კარგად „დაჯდება“ ტანზე, სერიოზული პრობლემაა. კატალოგებსა და ვიტრინებში ყველგან გამხდარი გოგონები იზომებენ ტანსაცმელს. ასე რომ, ძნელია გაგება, როგორ უნდა მოგერგოს ესა თუ ის სამოსი.

ალბათ ლოულისაც გაუჭირდა შესაფერისი საცურაო კოსტიუმის ყიდვა, ამიტომაც ბიკინების საკუთარი კოლექცია გამოუშვა. ჩვეულებრივი გოგონებისთვის და არა გამხდარი მანეკენებისთვის. „შეიძლება, კიდეც მიმიჩნევენ მოდურ სამყაროში ტანსრულად, თუმცა სინამდვილეში მე სრულიად ნორმალური პარამეტრების მქონე გოგონა ვარ. თუ სიმართლე გინდათ გითხრათ, იმაზეც კი ვფიქრობ ხოლმე, რას იფიქრებენ სხვები: „თუ ის პუტკუნა მოდელია, მაშ მე ვინ ვარ?.. არასდროს მიგრძნია თავი კომფორტულად იმაში, რაც პლაჟზე ჩამიცვამს. ეს უბრალოდ დაცინვა იყო. ჩვეულებრივი სამოსი, რომელიც სტანდარტულ სამოდელო გარეგნობაზეა გათვლილი, საერთოდ არ მერგება! ამიტომაც გამოვუშვი საკუთარი კოლექციის ბიკინები“ .

რობინმა სილამაზის თანამედროვე სტანდარტებთან ბრძოლის უჩვეულო მიდგომა აირჩია. ფაქტია, რომ ამ ბრძოლაში უამრავი „ნორმალური“ ზომის ქალი აჰყვება.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS