რამდენიმე დღის წინ პაპარაცებმა ნიუ-იორკის ქუჩებში წლევანდელი „ოსკარის“ მფლობელი ენ ჰეტეუეი გამოიჭირეს. 30 წლის ჰოლივუდელმა მსახიობმა უკვე
ენს არაერთხელ უღიარებია, რომ არ უყვარს ყურადღების მიქცევა, ამიტომ ქუჩაში გასვლისას ჩვეულებრივ სამოსს იცვამს. „რაც უფრო ხშირად მიწევს დახვეწილი გოგონების თამაში, მით უფრო ნაკლებად ვგრძნობ რეალურ ცხოვრებაში მათ მსგავსად შემოსვის აუცილებლობას, - აღნიშნავს ენი, - როცა იშვიათად გიწევს რაიმე დახვეწილის ჩაცმა, ფიქრობ, რომ სულ ასე უნდა გამოიყურებოდე.
მაშინ კი, როცა მდიდრული ტანსაცმელი შენი სამუშაოს ნაწილია, სრულიად სხვაგვარად იწყებ ფიქრს: „ჯობია, ჯინსი და მაისური ჩაიცვა“ . ენის ამგვარ პოზიციას არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ მისი ფართო შარვალი ამჯერად შეუმჩნეველი არავის დარჩენია. ენი მარტო არ არის, ფართო შარვლების სიყვარული სხვა ვარსკვლავებმაც გამოავლინეს.
სხვათა შორის, არც პოლიტიკოსი ქალბატონები ამბობენ მასზე უარს. მაგალითად, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პირველად არა მარტო პოლიტიკის, არამედ მოდის სფეროს ჟურნალისტთა ყურადღება მაშინ მიიპყრო, როცა ბარაკ ობამას პატივსაცემად გამართულ წვეულებაზე ძალიან ფართო შარვალში გამოცხადდა. ახალი „მის დიორი“ ჯენიფერ ლოურენსი „დიორის“ ერთ-ერთ ჩვენებაზე ისე გამოწყობილი გამოცხადდა, რომ მისმა ჩაცმულობამ დიდი კამათი გამოიწვია.



ჟურნალი „რეიტინგი“