24 ივლისი, 2015
გაიგეთ რამდენად მავნეა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჯანმრთელობისთვის
ქალები ორ კატეგორიად იყოფა: ისინი, ვინც მაღალქუსლიან ფეხსაცმელს აღმერთებენ და ისინი, ვისაც სძულთ.
მაგრამ საზიანოა თუ არა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჯანმრთელობისთვის, დღემდე საკამათო თემაა.

ახალი კვლევების მტკიცებით მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ძალიან საშიში რამაა.

კვლევების თანახმად, უმრავლესობა, რომლებიც ფეხის ტრავმით ყველაზე ხშირად იტანჯებიან, არიან ქალები, ვინც არანაკლებ 3 წელს ატარებენ მაღალქუსლიანებს, თანაც არანაკლებ 10 სანტიმეტრისა.

მეტია ტერფის მოტეხილობის საშიშროება! მიზეზი კი ფეხის 4 ძირითადი კუნთის დისბალანსია.

მეორეს მხრივ, თუ მაღალქუსლიანს 3 წელზე მეტი ხანია ატარებთ, ტრავმირების რისკი სწრაფად
იკლებს ყოველ მომდევნო წელთან ერთად.

თუ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ, ეცადეთ სახლში გააკეთოთ ტერფის კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშები. ყველაზე მარტივია - აწევები ფეხის ცერებზე.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS